სწრაფი ნავიგაცია

დააგროვე ფული ყოველთვის, როცა ხარჯავ

როგორ დააგროვებთ თანხას ელექტრონული ყულაბის საშუალებით თქვენს ანაბარზე?
 

  აირჩევთ თანხის ნებისმიერ ოდენობას* (0.25, 0.5, 1, 2, 3, 4, 5 ან 10 ლარს/უცხოურ ვალუტას); 
 საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათით შეასრულებთ სხვადასხვა საბანკო ოპერაციას;
 თითოეული ოპერაციის შესრულებისას კი თქვენ მიერ არჩეულ ოდენობას ბანკი გადარიცხავს
    თქვენს ანაბარზე, რომელსაც დაერიცხება საპროცენტო სარგებელი.

 

მაგალითად:

ანაბარზე თანხის დასაგროვებლად არჩეული გაქვთ 2 ლარი და შეასრულეთ 3 საბანკო ოპერაცია:
 

   შეიძინეთ რომელიმე სახის პროდუქტი;  ლარი
    +
   გაანაღდეთ თანხა ბანკომატიდან;  ლარი
    +
   გადაიხადეთ კომუნალური გადასახადი; ლარი


აღნიშნული ოპერაციების გათვალისწინებით თქვენს ანაბარზე ჯამში 6 ლარი გადაირიცხება და ვერც კი იგრძნობთ, ისე დააგროვებთ თანხას.

თანხის დაგროვება შეგიძლიათ შეგროვებად, მოთხოვნამდე, საბავშვო ან მაქსიმა ანაბრებზე. ანაბარზე დაგროვებული თანხის ოდენობა დამოკიდებულია თქვენ მიერ შესრულებული საბანკო ოპერაციების რაოდენობაზე.

ელექტრონული ყულაბის მომსახურება უფასოა!

 



*თანხა დაგროვდება ანაბრის ვალუტაში.