სწრაფი ნავიგაცია

ოფიციალური შეტყობინება

ტექსტში გამოყენებული სიტყვები – „თქვენ“, „თქვენი“ ან „მომხმარებელი“ – აღნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც შედის ვებგვერდზე;  http://www.bankofgeorgia.ge/retail ტექსტში გამოყენებული სიტყვები – „ჩვენ“ ან „ჩვენი“ აღნიშნავს სს „საქართველოს ბანკს“;
ტექსტში გამოყენებული სიტყვები – „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ – აღნიშნავს სს „საქართველოს ბანკს“ და ნებისმიერ სხვა კომპანიას, რომელსაც ნებისმიერ დროს  სრულად ან ნაწილობრივ ფლობს სს „საქართველოს ბანკი“.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მომხმარებლის შეთანხმების წესებსა და პირობებს. წინამდებარე ვებგვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. აღნიშნული წესი და პირობები შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე, პერიოდულად, ჩვენი შეხედულებისამებრ. წინამდებარე წესსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გეცნობებათ მათი ვებგვერდზე განთავსების საშულებით. თქვენ მიერ ვებგვერდზე შემდგომი შესვლა ან ვებგვერდის შემდგომი გამოყენება ადასტურებს, რომ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებს.
 


მომხმარებლის შეთანხმება
წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული მომხმარებლის შეთანხმება (შემდგომში – „შეთანხმება“) არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე ჩვენ მიერ შემოთავაზებულ  ელექტრონულ სერვისებთან, პროდუქტებთან და ინფორმაციასთან დაშვების საკითხებს. თუ თქვენ უკვე ხართ სს „საქართველოს ბანკის“ კლიენტი, წინამდებარე წესები იმოქმედებს ჩვენ შორის უკვე არსებული შეთანხმების/კონტრაქტის წესებთან და პირობებთან ერთად და წინამდებარე წესები არ აუქმებს ნებისმიერ სხვა შეთანხმებას ჩვენ შორის, ან/და შეთანხმებას თქვენსა და „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ ნებისმიერ კომპანიას შორის, რომელიც არეგულირებს თქვენს  ურთიერთობას „საქართველოს ბანკის ჯგუფთან“. თქვენ მიერ „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ ნებისმიერ ორგანიზაციასთან ინტერნეტით სარგებლობის  შეთანხმების („სარგებლობის შეთანხმება“) გაფორმების შემთხვევაში აღნიშნულმა სარგებლობის შეთანხმებამ შეიძლება გააუქმოს წინამდებარე შეთანხმება.
 


ვებგვერდის გამოყენება
თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი მოიპოვოთ და შეინარჩუნოთ სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა სახის აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა ვებგვერდის წვდომისა და გამოყენებისათვის. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი აღჭურვილობისა ან/და მონაცემების დაცვასა და შენახვაზე, ასევე სათანადო ზომების მიღებაზე კომპიუტერული ვირუსების ან სხვა ზიანის მომტანი ფაქტორებისაგან  თავდასაცავად;
მკაცრად გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან წინამდებარე ვებგვერდის არასანქცირებული გამოყენება, მათ შორის, სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლების ბოროტად გამოყენება ან წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება. ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, თუ ჩავთვლით,  რომ თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენება არ შეესაბამება წინამდებარე წესებსა და პირობებს, უფლებას ვიტოვებთ ერთპიროვნულად, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევწყვიტოთ თქვენი დაშვება ვებგვერდზე ან თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენება და გავატაროთ ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელსაც მივიჩნევთ მიზანშეწონილად;

გარანტიები
ყველა ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს წინამდებარე ვებგვერდი (შემდგომში – „ინფორმაცია“), მოწმდება და ახლდება ჩვენ მიერ სათანადო გულისხმიერებით, სისტემატურად. ამის მიუხედავად, მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს შემოწმების დამდეგ პერიოდამდე. ვებგვერდზე განთავსებული ან ვებგვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია წარმოდგენილია ყოველგვარი გარანტიის გარეშე,  მათ შორის, კომერციული, კონკრეტული მიზნით ვარგისიანობის ან სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის გარანტიის გარეშე. გარდა ამისა, არ არსებობს გარანტია, რომ ვებგვერდი იმუშავებს უწყვეტად, შეცდომების გარეშე და დაცული იქნება ვირუსებისაგან;
ნებისმიერი დათარიღებული ინფორმაცია გამოქვეყნებულად ჩაითვლება მასზე მითითებული თარიღიდან, ხოლო, თუ თარიღი არ არის მითითებული – ვებგვერდზე პირველად განთავსების თარიღიდან. ეს ინფორმაცია შესაძლოა გახდეს არასაიმედო მისი გამოქვეყნების შემდეგ საბაზრო ან ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით. არც ჩვენ და არც საქართველოს ბანკის ჯგუფის კომპანიები არ არიან ვალდებული განაახლონ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია ან მოსაზრებები ან განაგრძონ ინფორმაციის შეთავაზება;

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას (I) ინფორმაციის სიზუსტის, დროულობის, სისრულის ან თანამიმდევრულობის, ან (II) ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ შედეგებზე.  შესაბამისად, ჩვენ, ჩვენი მმართველები, დირექტორები, უფლებამოსილი პირები და თანამშრომლები, საქართველოს ბანკის ჯგუფის“ კომპანიები, მათი მმართველები, დირექტორები, უფლებამოსილი პირები და თანამშრომლები, ან სხვა ინფორმაციის გამავრცელებელი პირები არ აგებენ პასუხს სპეციალურ, შემთხვევით, პირდაპირ, არაპირდაპირ, ან შედეგობრივ ზარალზე, ასევე ნებისმიერი სახის ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სარგებლობის, მონაცემთა ან შემოსავლის დაკარგვით, მიუხედავად ზარალის შესაძლებლობის შესახებ მითითებისა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ვებგვერდის გამოყენებასთან ან მიუწვდომლობასთან; ნებისმიერი ინფორმაციის უზუსტობაზე, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია გვერდზე, ან გამომდინარეობს ნებისმიერი ინფორმაციიდან, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

შეთავაზების გამორიცხვა
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც შეთავაზება ან რეკომენდაცია, თანხის მიღებაზე ან განკარგვაზე, ნებისმიერი სხვა გარიგების გაფორმებაზე ან ნებისმიერ საინვესტიციო რჩევის მიცემის, ან მომსახურების გაწევაზე;
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო, იურიდიულ, საგადასახადო ან სხვა სახის რჩევას და არ შეიძლება მასზე დაყრდნობა საინვესტიციო ან სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა ამისა, არც ჩვენ და არც „საქართველოს ბანკის ჯგუფში“ შემავალი კომპანია არ იძლევა რჩევას/შეფასებას თქვენთვის ან ნებისმიერი კონკრეტული ინვესტორისათვის რაიმე კონკრეტულ ინვესტირებასთან დაკავშირებით. ჩვენ (ჩვენ და „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ კომპანიები) არ ვახორციელებთ თქვენთვის ან ნებისმიერი კონკრეტული ინვესტორისათვის კონკრეტული ინვესტიციის ღირებულების ან ინფორმაციის ნებისმიერი წყაროს ადეკვატურობის განსაზღვრას. თქვენ უნდა გაიაროთ შესაბამისი და კონკრეტული პროფესიული კონსულტაცია ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე;

მესამე მხარის პროდუქტები და მომსახურება
ვებგვერდზე ჩვენ მიერ განთავსებული მესამე მხარის ინტერნეტგვერდების ბმულები ჩვენი მხრიდან განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ინტერნეტგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ან მომსახურება შეიძლება სასარგებლო იყოს მომხმარებლისათვის. ბმულების განთავსება არ გულისხმობს ასეთ გვერდებზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციისა და მომსახურების მხარდაჭერას ან მათზე პასუხისმგებლობის აღებას და ჩვენი მხრიდან უარს ვაცხადებთ ამგვარ მხარდაჭერაზე ან წარმომადგენლობაზე. თქვენ სარგებლობთ ამ ბმულებით მხოლოდ თქვენი პირადი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას ამ ინტერნეტგვერდების შინაარსთან, გამოყენებასთან ან ხელმისაწვდომობასთან მიმართებით. ჩვენ მიერ არ არის გადამოწმებული აღნიშნული ინტერნეტგვერდების შინაარსის სისწორე ან სიზუსტე და არ ვიძლევით გარანტიას, რომ დაცულია საავტორო, სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული ან მესამე პირების სხვა უფლებები და რომ ეს ინტერნეტგვერდები ან მათი შინაარსი დაცულია ვირუსებისგან ან სხვა ზიანის მომტანი ფაქტორებისაგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის  მიერ მიღებულ ელექტრონულ მონაცემებზე, მათ შორის, ამ ელექტრონული მონაცემების სიზუსტეზე, შინაარსზე, ხარისხზე ან დროულობაზე;

გარდა ამისა, ასეთ მესამე პირის ინტერენეტგვერდს შესაძლოა გააჩნდეს კონფიდენციალურობის ან უსაფრთხოების წინამდებარე ვებგვერდისაგან განსხვავებული პირობები, შესაბამისად თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარებამდე მნიშვნელოვანია გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს;

მესამე პირები არ არიან უფლებამოსილნი განახორციელონ სხვა ნებისმიერი ინტერნეტგვერდის დაკავშირება/მიბმა წინამდებარე ვებგვერდთან ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;.

გამოყენებული სამართალი
წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, ცხოვრობთ ან „საქართველოს ბანკთან“ საქმიან ურთიერთობა გაქვთ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ და ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიური იურისდიქცია ექნებათ ნებისმიერი საქმეზე ან დავასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ვებგვერდიდან და შეთანხმებიდან;
წინამდებარე ვებგვერდი არ არის მიმართული და არც განკუთვნილი ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ იმ იურისდიქციის ფარგლებში ან ქვეყანაში გავრცელების ან გამოყენებისთვის, სადაც ამ ვებგვერდის განთავსება ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ამგვარი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან სხვა რეგულაციებს. ვებგვერდის გაცნობისას თავად იღებთ პასუხისმგებლობას გამოყენების შესაბამისობაზე ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კანონებთან და მსგავსი იურისდიქციის პირობებში ვებგვერდის გამოყენება ხდება თქვენი რისკით სრულად. კონკრეტულ შემთხვევაში რჩევის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში;
 

თუ ამ შეთანხმების რომელიმე დებულება ძალადაკარგულია ან ბათილია, შეთანხმების დანარჩენი დებულებები მოქმედებს სრულად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ერთპიროვნულად, შეხედულებისამებრ, შევცვალოთ ამ შეთანხმების პირობები ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მოკლე განმარტება არაქართველი მომხმარებლებისათვის
ვებგვერდი უპირველეს ყოვლისა გამიზნულია საქართველოს ბაზარზე ინვესტირების ან მომსახურების მიღებით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის. ამის გათვალისწინებით, ვებგვერდზე მოცემული მთელი რიგი საინვესტიციო პროდუქტები და მომსახურება შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ან ვარგისი კონკრეტული კლიენტებისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, საგადასახადო ან სხვა მიზეზების გამო;
საინვესტიციო შეტყობინებების და/ან განცხადებების ხასიათიდან და შინაარსიდან რომ შეიძლება მოწოდებული იქნეს ამ ვებგვერდის საშუალებით, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი კონსულტაცია ან რეკომენდაციები იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო კონსულტანტებისგან.

საავტორო უფლება
ვებგვერდის შინაარსზე სრულად დაცულია „საქართველოს ბანკის“ საავტორო უფლება 2006 წლიდან და განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისათვის. ვებგვერდის შინაარსის გაცნობის, ასლის გადაღების და გავრცელების ნებართვა დაიშვება შემდეგი პირობებით: (I) მონაცემების გამოყენება შეიძლება არაკომერციული, საინფორმაციო მიზნებისთვის; (ii) მონაცემების ნებისმიერი ასლის ან ნაწილის გამოყენება უნდა შეიცავდეს საავტორო უფლების დაცვის ნიშანს (c), ნებისმიერი პროდუქტი, პროცესი ან ტექნოლოგია, აღწერილი ვებგვერდზე, შეიძლება იყოს „საქართველოს ბანკის“ სხვა ინტელექტუალური საკუთრების საგანი. აღნიშნული პროდუქტები და მომსახურება შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში. საავტორო უფლებას ვებგვერდზე განთავსებულ ნამუშევრებზე, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ტექსტზე, ხმოვან ჩანაწერებსა და გამოსახულებებზე, ფლობს სს  „საქართველოს ბანკი“ ან „საქართველოს ბანკის ჯგუფში“ შემავალი კომპანიები. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აკრძალულია ვებგვერდის შინაარსის ნებისმიერი საშუალებით ან ფორმით რეპროდუცირება (ქეშირებისა და კადრირების ჩათვლით), წარმოდგენა, გავრცელება ან გაუვრცელებლობა, მთლიანად ან ნაწილობრივ, გარდა ამისა, ნებისმიერი გაყიდვა, გადაყიდვა, ხელახალი გადაცემა ან ხელმისაწვდომობა მესამე პირებისათვის. ამ აკრძალვების ნებისმიერი ფორმით შეუსრულებლობა  წარმოადგენს დარღვევას, რომელიც გამოიწვევს დამრღვევის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

სასაქონლო ნიშანი – Bank of Georgia / საქართველოს ბანკი – რეგისტრირდება სს „საქართველოს ბანკის“ მიერ საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ორგანიზაციების დასახელებები, სასაქონლო ნიშნები და  ლოგოტიპები, რომელიც აღნიშნულია ამ დოკუმენტში, წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციების საკუთრებას.

კონფიდენციალობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება. კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის წინამდებარე ვებგვერდის საშუალებით.

ინფორმაციის დაცვა
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით. „თქვენს ინფორმაციაში“ ჩვენ ვგულისხმობთ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ა) ვიღებთ თქვენგან ან მესამე პირებისგან (როგორიცაა სხვა პლასტიკური ბარათების მფლობელები, საკრედიტო და სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც მიმართავთ ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურებისთვის) ან (ბ) ვიგებთ თქვენ მიერ ანგარიშების მართვის, ანგარიშებიდან განხორციელებული ტრანზაქციებისას და გადახდის განხორციელებისას;

ჩვენი და „საქართველოს ბანკის ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიების მიერ თქვენი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს თქვენი ანგარიშ(ებ)ის მართვისთვის, ამონაწერ(ებ)ის მოწოდებისა და მომსახურების გაწევისთვის, შეფასებისა და ანალიზისთვის (მათ შორის, საკრედიტო ქულის მინიჭება, ბაზრისა და პროდუქტების ანალიზი) და ჩვენი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის, მაგალითად თქვენი ინფორმირებისათვის თქვენთვის საინტერესო პროდუქტების და მომსახურების შესახებ. ჩვენ მიერ არ მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გაცემა „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ გარეთ, გარდა შემდეგი ორგანიზაციებისა/პირებისა:

  • საკრედიტო და სხვა ორგანიზაციები, რომლებმაც შესაძლოა აღრიცხონ, გამოიყენონ და გადასცენ ინფორმაცია სხვა საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციებს. ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შეფასებების გასაკეთებლად კრედიტისა და ყველა სახის დაზღვევისთვის, ასევე თაღლითობისა და ფულის გათეთრების საკითხებზე;
  • პირები, რომლებიც მოქმედებენ როგორ ჩვენი წარმომადგენლები, კონფიდენციალობის მკაცრი დაცვის გარანტიით;
  • ნებისმიერი პირი, ვისაც შეიძლება გადავცეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები, თქვენსა და ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე;
  • პირებს კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

ყველა სხვა შემთხვევაში დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა.

თუ ჩვენ მიერ ინფორმაცია გადაეცემა პროვაიდერ კომპანიას სხვა ქვეყანაში, ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება, რათა პროვაიდერმა კომპანიამ თანხმობა განაცხადოს ინფორმაციის იმავე ხარისხით დაცვაზე, რა ხარისხითაც მის დაცვას უზრუნველვყოფთ საქართველოში და გამოიყენოს ინფორმაცია მხოლოდ ჩვენთვის გასაწევი მომსახურების ფარგლებში. ჩვენ არ ვყიდით და არ ვვაჭრობთ თქვენი ინფორმაციით ან პერსონალური მონაცემებით ჩვენთან არააფილირებულ ორგანიზაციებთან. თუ თქვენ მიერ მოწოდებული იქნება ან უკვე მოწოდებულია თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, შეიძლება პერიოდულად გამოგიგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება. ჩვენთვის გამოგზავნილი შეტყობინება შეინახება ჩვენ მიერ კლიენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული სამართლებრივი  და სხვა მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების შესაბამისად;

თქვენ გაქვთ პირადი ჩანაწერებთან დაშვების უფლება. თუ გსურთ ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. აღნიშნული მომსახურებისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს გადასახდელი.

ინფორმაციის შეგროვება
ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენი ონლაინმომსახურების მიმღებად, ამავე დროს ირჩევთ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, სამუშაო ადგილი და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომლებსაც მიუთითებთ ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ მცირე ზომის ფაილები, რომელიც ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, როგორც მომსახურების შემადგენელი ნაწილი, რათა უზრუნველვყოთ კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიღება და კლიენტების დაცვა ონლაინრეჟიმში მათი ანგარიშების არასანქცირებული გამოყენებისაგან. ამასთან, ჩვენ არ ვიყენებთ კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილებს პირის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის.
 


 უსაფრთხოება

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტკომუნიკაციები არაა უსაფრთხო, თუ გაგზავნილი მონაცემები არ არის დაშიფრული. ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რაიმე სახის პასუხისმგებლობა „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ ოფისებში გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე;
თანხმობას აცხადებთ, რომ ისეთ გარემოებებში, როდესაც წინამდებარე ვებგვერდზე წვდომისთვის მოგეთხოვებათ იდენტიფიკაცია, კომერციულად გონივრული უსაფრთხოების პროცედურებისა და კონტროლის გამოყენებით შეზღუდავთ თქვენი პაროლის ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის წვდომას ავტორიზებული პირებით.

თანხმობას აცხადებთ, რომ არ გამოიყენებთ რობოტს, სხვა ავტომატურ მოწყობილობებს ან ფიზიკურ საშუალებებს, ჩვენი ვებგვერდის, მონაცემების ან მათი შინაარსის მონიტორინგისა და კოპირებისათვის ან სხვა არასანქცირებული მიზნებისთვის, ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

გარანტირებული ვერ იქნება ინტერნეტით განხორციელებული გზავნილების სრული უსაფრთხოება, რადგან ისინი შეიძლება დაექვემდებაროს ჩარევას ან დაკარგვას, ან შეცვლას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენი ან ნებისმიერ მესამე პირის წინაშე ზიანისათვის, რომელიც უკავშირდება ჩვენ მიერ თქვენთვის ან თქვენ მიერ ჩვენთვის ინტერნეტის საშუალებით განხორციელებულ გზავნილებს.


კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული  დებულებები არ არის უპირატესი იმ წესსა და პირობებთან მიმართებით, რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებას. აღნიშნულ ნორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ვებგვერდის გამოყენების წესსა და პირობებს.

კონტაქტი ვებგვერდთან დაკავშირებით
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი წინამდებარე ვებგვერდის, შეთანხმების ან კონფიდენციალურობის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან ელექტრონული ფოსტით წინასწარ განსაზღვრული ფორმის გამოყენებით ან წერილის გამოგზავნით ჩვენს რეგისტრირებულ  მისამართზე, რომელიც მითითებულია ვებგვერდზე.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების შესახებ, რომელიც მოცემულია ვებგვერდზე.