სწრაფი ნავიგაცია

დამტკიცებულია წინასწარ





 

ზოგჯერ განვადება არის ერთადერთი და ყველაზე ხელმისაწვდომი გზა შეიძინოთ სასურველ დროს სასურველი ნივთი. განსაკუთრებით კი მაშინ გაგიმარტივდებათ შეძენა, თუ თქვენ SMS განვადებით ისარგებლებთ!

 

როგორ?

 

  • იღებთ SMS-ს განვადების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მითითებულია ერთჯერადი კოდი;*
  • მიდიხართ იმ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც განთავსებულია SMS განვადების და/ან განვადების სხვადასხვა მანიშნებელი;
     
  • არჩევთ ნივთს ან მომსახურებას, რომლის შეძენაც გსურდათ, მაგრამ თანხა არ გყოფნიდათ;
  • ნივთის არჩევის შემდეგ სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელს სთხოვთ ნივთის ღირებულების SMS განვადებით გადახდას;
  • ათავსებთ  საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათს ტერმინალში, კრეფთ ნივთის ღირებულებას, გადახდის სასურველ თარიღსა და ერთჯერად კოდს;
  • კოდის შეყვანისთანავე SMS განვადება გააქტიურდება და სასურველი ნივთი თუ მომსახურება თქვენი გახდება.

 

პირობები

 

თანხა – მაქს. 5 000 ლარი

ვადა – 12 თვე

გაცემის საკომისიო – 4.9% ან 5.9% (ვადაზე გადანაწილებით)
 
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 10%-დან 
 

4.9%-იანი განვადების არჩევის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ერთხელ, სესხის აღების დროს, გადაიხდით სესხის გაცემის საკომისიოს, სესხის თანხის 4.9%-ს, სხვა არანაირი დამატებითი საპროცენტო ხარჯი სესხის დაფარვამდე გადასახდელი აღარ გექნებათ. 

 
 

 

5.9%-იანი განვადების არჩევის შემთხვევაში თქვენ აღარ მოგიწევთ სესხის გაცემის საკომისიოს (სესხის თანხის 5.9%-ის) წინასწარ გადახდა. ბანკი სესხის თანხასა და სესხის გაცემის საკომისიოს დაგიჯამებთ და თანაბრად გადაგინაწილებთ თქვენ მიერ მითითებულ სესხის ვადაზე.

 

მაგალითი: მაცივარი ღირს 1 000 ლარი და გსურთ 12-თვიანი განვადებით სარგებლობა. თქვენ ერთჯერადად გადაიხდით სესხის გაცემის საკომისიოს – 49 ლარს, ნივთის ღირებულება –  1 000 ლარი კი თანაბრად გადაგინაწილდებათ 12 თვეზე და ყოველთვიურად გადასახდელი გექნებათ მხოლოდ 83.3 ლარი. 

 

მაგალითი: მაცივარი ღირს 1 000 ლარი და გსურთ 12-თვიანი განვადებით სარგებლობა. ბანკი 1 000 ლარის ნაცვლად დაგიმტკიცებთ სესხს – 1062,7 ლარს (ანუ 1 000 ლარს + სესხის გაცემის საკომისიო – 5.9%) და ყოველთვიურად გადასახდელი გექნებათ მხოლოდ 88.56 ლარი.

მომხმარებლისთვის სასარგებლო ინფორმაციას გაეცანით საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 2 406 406.

SMS განვადების ხელშეკრულება იხილეთ აქ

SMS განვადების აქციაში მონაწილე სავაჭრო და მომსახურების ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ აქ

....................................................................................................................................................

 

*თუ 1 თვის განმავლობაში SMS განვადებით არ ისარგებლებთ, მიღებული ერთჯერადი კოდი გაგიუქმდებათ.