სწრაფი ნავიგაცია

შეიძინე ენერგოეფექტური პროდუქტები და სესხის თანხის 10% უკან დაიბრუნე!


ენერგოკრედიტი კარგი გადაწყვეტილებაა, თუ გსურთ ენერგორესურსების რაციონალურად გამოყენება და თქვენი ბინის/ოფისის ენერგოეფექტურობის ამაღლება. ჩვენი ენერგოკრედიტი დაგეხმარებათ ფინანსების დაზოგვაში. 

,,საქართველოს ბანკისა" და EBRD-ს* ერთობლივი შეთავაზება:

 ისარგებლეთ ,,საქართველოს ბანკის" ენერგოკრედიტით;
 შეიძინეთ ენერგოეფექტური პროდუქტები, რომლებიც სამომავლოდ ენერგოხარჯს შეგიმცირებთ;
 შეავსეთ განაცხადი და სესხის თანხის 10% უკან დაიბრუნეთ!

ენერგოეფექტური პროდუქტებია:

 მაღალი კლასის საოჯახო ტექნიკა, რომელიც ნაკლებ ენერგიას ხარჯავს:**
        ელექტროღუმელები;
        სარეცხი მანქანები
        მაცივრები;
 ცენტრალური გათბობისა და კონდიცირების სისტემები;
 ორმაგი შემინვის ფანჯრები;
 სახურავების, კედლების, იატაკების თბოიზოლაცია;
 სოლარული გამათბობლები და სხვ.

ენერგოკრედიტის მისაღებად ეწვიეთ ,,საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვისცენტრს ან იმავე სავაჭრო ობიექტს, სადაც შეარჩევთ ენერგოეფექტურ პროდუქტებს.

....................................................................................................................................................
* ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.
** მაღალი კლასი არ გულისხმობს მაღალ ფასს, პროდუქტს თქვენთვის მისაღებ თანხად შეიძენთ.