სესხის აღება მხოლოდ SMS-ითა და ბანკომატით
საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ ყველაზე ინოვაციურ პროდუქტს – SMS სესხს.
აიღეთ სესხი ბანკში მიუსვლელად მხოლოდ ბანკომატისა და SMS-ის საშუალებით.
თუ თქვენ გერიცხებათ ხელფასი ჩვენს ბანკში და მიიღეთ შემდეგი შინაარსის SMS-ი – „თქვენს სახელზე დამტკიცდა სესხი ...“, დაინტერესების შემთხვევაში:
- მიბრძანდით საქართველოს ბანკის უახლოეს ბანკომატთან ან Express Pay გადახდის აპარატთან;
- ჩატვირთეთ პლასტიკური ბარათი ან Express Pay გადახდის აპარატის შემთხვევაში გაიარეთ ბარათით ავტორიზაცია;
- მენიუში აირჩიეთ „სესხის მიღება“ და მიჰყევით შესაბამის ინსტრუქციას;
- თანხის მიღების წინ ყურადღებით გაეცანით სესხის პირობებს;
- სესხის პირობებზე დასათანხმებლად შეიყვანეთ ის კოდი, რომელიც მიიღეთ SMS-ით და მხოლოდ ამის შემდეგ მოგივათ შეტყობინება სესხის გააქტიურების შესახებ;
- SMS კოდის დაკარგვის შემთხვევაში SMS სესხის გააქტიურება შესაძლებელია სერვისცენტრშიც.
ამიერიდან SMS სესხი საქართველოს ბანკში არსებული თქვენი არაუზრუნველყოფილი სესხების რეფინანსირების შესაძლებლობასაც გაძლევთ.
SMS სესხის ხელშეკრულება შეგიძლიათ ნახოთ აქ
SMS სესხის უფრო დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ აქ
პირობები
- სესხის თანხა: 400-10 000 ლარამდე
- სესხის ვადა: 36 თვე
- უზრუნველყოფა: არ მოითხოვება