სწრაფი ნავიგაცია

გზავნილი „ელვას“ სტანდარტული პირობები

  • გასაგზავნი/მისაღები თანხის ვალუტა: ლარი/აშშ დოლარი/ევრო

  • განაღდების საკომისიო საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში : 0%

გამგზავნს სერვისცენტრიდან ან SMS ბანკით გაგზავნილი გზავნილის გაუქმება შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში

სიახლე! გაგზავნეთ SMS-ით და გაანაღდეთ ბანკომატით უბარათოდ!

თქვენ უკვე შეგიძლიათ SMS-ით ან სერვისცენტრიდან გაგზავნოთ გზავნილი “ელვა”, რომელსაც ადრესატი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბანკომატში ან სერვისცენტრში გაანაღდებს. ამასთან, გზავნილის ბანკომატით მისაღებად აღარ არის აუცილებელი, რომ გზავნილის მიმღები ფლობდეს საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათს.

 

თანხის გაგზავნა/მიღება SMS-ითა და ბანკომატით
 

გზავნილის გაგზავნისას (SMS-ით ან სერვისცენტრიდან) გამგზავნი SMS-ით მიიღებს გზავნილის კოდს. რომელსაც შემდეგ გაგზავნილი თანხის ოდენობასთან ერთად მიმღებს შეატყობინებს. გზავნილის მიმღები კი ;საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბანკომატის მენიუში აირჩევს „ელვა გზავნილის უბარათო განაღდებას“, მიუთითებს მიღებულ კოდს, თანხის ოდენობას, მიჰყვება შესაბამის ინსტრუქციას და მარტივად, პლასტიკური ბარათის გარეშე, გაანაღდებს თანხას.

SMS-ით „ელვას“ გაგზავნაც* ასევე ძალიან მარტივია. უბრალოდ, აუცილებელია მომხმარებელი იყოს SMS ბანკის მომხმარებელი და გააქტიურებული ჰქონდეს “SMS-ით ელვას გაგზავნის მომსახურება“. ამის შემდეგ მობილური ტელეფონით უნდა აკრიფოს ბრძანება: ELVA # პლასტიკური ბარათის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი # გზავნილის მიმღების სახელი # გზავნილის მიმღების გვარი # გზავნილის თანხა # GEL (მაგ.: ELVA#1264#ANI#CHECHELASHVILI#10#GEL) და აკრეფილი ტექსტი ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან გადაგზავნოს ნომერზე  – 4444.
 

გზავნილის განაღდება უბარათოდ არ მოხდება, თუ:
 

  • არასწორად იქნა მითითებული (არჩეული) გზავნილის კოდი, თანხა ან/და მიმღები; 
  • მომხმარებელი არ ეთანხმება გზავნილის უბარათოდ განაღდების პირობებს;
  • ბანკომატში არ არის გზავნილის შესაბამისი თანხა ან კუპიურები.

 

თანხის გაგზავნა/მიღება საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში
 

 „ელვას“ საშუალებით თანხის გაგზავნა/მიღება შესაძლებელია საქართველოს 30-ზე მეტ ქალაქში განთავსებულ საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში.

 

*გაგზავნის შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული ტარიფი