სწრაფი ნავიგაცია

ბანკომატით გზავნილის მიღება გულისხმობს სერვისცენტრში მიუსვლელად, ბანკომატის საშუალებით, გზავნილის ჯერ ბარათზე ჩარიცხვას, შემდეგ კი – უკვე ბარათზე* არსებული თანხის განაღდებას.

ამასთან, დაზოგავთ ძვირფას დროს, ფულსა და ენერგიას.

გზავნილის ანგარიშზე ჩარიცხვა უფასოა, ხოლო ანგარიშზე არსებული თანხის განაღდებისას იხდით იმავე საკომისიოს, რასაც ყოველდღიურად ბანკომატით თანხის გამოტანისას.

თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე შესაძლებელია შემდეგი ფულადი გზავნილების საშუალებით:

  • ელვა
  • ანელიკი
  • კონტაქტი
  • რია
  • იუნისტრიმი
  • ინტერექსპრესი
  • ბისტრაია პოჩტა
  • ვესტერნ იუნიონი
  • მანიგრამი
  • ლიდერი
  • ზოლოტაია კორონა

გზავნილის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

  • უნივერსალურ ანგარიშზე
  • მაქსიმა ანაბრის ანგარიშზე
  • საკრედიტო ბარათზე

გზავნილის ჩარიცხვის ვალუტა**:

  • ლარი
  • აშშ დოლარი
  • ევრო

კონვერტაცია:

  • გზავნილის ჩარიცხვისას თანხის კონვერტაცია არ არის შესაძლებელი

 

*აუცილებელია საბარათე ანგარიშზე მიბმული იყოს შესაბამისი ვალუტის ანგარიში

**ლარში და აშშ დოლარში თანხას ბანკომატით ან სერვისცენტრის საშუალებით გაანაღდებთ, ხოლო ევროში თანხის გასანაღდებლად უახლოეს სერვისცენტრს მიმართეთ.