სწრაფი ნავიგაცია

თუ გსურთ გადახდის აპარატით გზავნილის მიღება, გზავნილის თანხა ჯერ თქვენს პლასტიკურ ბარათზე ჩარიცხეთ, შემდეგ კი – უკვე ბარათზე* არსებული თანხა ბანკომატის ან სერვისცენტრის საშუალებით გაანაღდეთ.

გზავნილის ანგარიშზე ჩარიცხვა უფასოა, ხოლო ანგარიშზე არსებული თანხის განაღდებისას იხდით იმავე საკომისიოს, რასაც ყოველდღიურად თანხის გამოტანისას.

რომელი ფულადი გზავნილით შემიძლია ანგარიშზე თანხ ჩარიცხვა?

ანგარიშზე თანხას ჩარიცხავთ შემდეგი ფულადი გზავნილების საშუალებით:

 

·        ვესტერნ იუნიონი

·        ბესტი

·        ელვა

·        ინტელექსპრესი

·        რია

·        ზოლოტაია კორონა

·        იუნისტრიმი

·        ანელიკი

·        კონტაქტი

·        ლიდერი

·        ინტერექსპრესი

 

რომელ ანგარიშზე შევძლებ გზავნილის თანხის ჩარიცხვას?

გზავნილის თანხას ჩარიცხავთ:

·        უნივერსალურ ანგარიშზე;

·        მაქსიმა ანაბრის ანგარიშზე;

·        საკრედიტო ბარათის ანგარიშზე.

 

არის თუ არა შესაძლებელი გზავნილის თანხის კონვერტაცია?

კონვერტაცია არ არის შესაძლებელი. გზავნილს იმავე ვალუტაში მიიღებთ, რომელშიც გამოგიგზავნეს. გზავნილის ვალუტაა: ლარი, აშშ დოლარი ან ევრო.**

..................................................................................................................................................................

*აუცილებელია საბარათე ანგარიშზე მიბმული იყოს შესაბამისი ვალუტის ანგარიში

**ლარში და აშშ დოლარში თანხას ბანკომატით ან სერვისცენტრის საშუალებით გაანაღდებთ, ხოლო ევროში თანხის გასანაღდებლად უახლოეს სერვისცენტრს მიმართეთ.