საბანკო ჩეკი ფასიანი ქაღალდია, რომელიც წარმოადგენს ჩეკის გამცემის წერილობით ბრძანებას საბანკო დაწესებულების მიმართ ჩეკზე აღნიშნული თანხის განაღდების შესახებ.
საქართველოს ბანკში შესაძლებელია შემდეგი ტიპის ჩეკების განაღდება:
- სახელობითი – კონკრეტულ პირზე გამოწერილი ჩეკი
- სახაზინო – აშშ-ს ხაზინის მიერ გაცემული სახელობითი ჩეკი
ჩეკის მოქმედების ვადა
- სახელობითი ჩეკის ვადაა 6 თვე (თუ ჩეკზე მითითებული არ არის სხვა ვადა);
- სახაზინო ჩეკის ვადა შეადგენს 1 წელიწადს;
- ჩეკის განაღდების ვადაა მაქსიმუმ 45 კალენდარული დღე.
ჩეკებთან დაკავშირებული საკომისიოები:
- განაღდება: 1%, მინ. 50 ევრო
- გაყიდვა: 0.8%, მინ. 10 აშშ დოლარი
- გაუქმება/სტოპსიაში ჩასმა: 15 აშშ დოლარი
- საგარანტიო ანაბრის ოდენობა: 50 ევრო
ბანკში გასაყიდი ჩეკის ვალუტა:
ბანკში გასანაღდებელი ჩეკის ვალუტა:
- აშშ დოლარი
- ევრო
- გირვანქა სტერლინგი
- შვეიცარიული ფრანკი
- კანადური დოლარი
ჩეკის მფლობელის ვინაობა:
- საბანკო ჩეკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
საბანკო ჩეკზე დატანილი პარამეტრების ჩამონათვალი:
- ჩეკის გამცემი ბანკი;
- ჩეკის ნომერი – ჩეკზე არსებული უნიკალური ნომერი, რომელიც აღნიშნავს გაყიდული ჩეკის რიგითობას;
- ჩეკის გაცემის თარიღი;
- ჩეკის ვალუტა;
- ჩეკის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად შევსებული) – ჩეკზე აღნიშნული თანხა, რომლის განაღდების პასუხისმგებლობას იღებს ჩეკის გამცემი ბანკი;
- ჩეკის გამცემის სახელი;
- ჩეკის მიმღების სახელი;
- ხელმოწერა;
- ჩეკის განაღდების ვადა.
ჩეკის განაღდება შესაძლებელია ჩაბარების დღიდან მაქსიმუმ 45 კალენდარული დღის განმავლობაში.