სწრაფი ნავიგაცია

თქვენი ბიზნესის სავიზიტო ბარათი


 

American Express Business Card-ი პირველი საკრედიტო ბიზნესბარათია საქართველოში, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს პრესტიჟსა და პრივილეგიურობას.

American Express Business Card-თან ერთად თქვენ ისარგებლებთ:

  • Business Savings პროგრამით;
  • ფასდაკლების პროგრამა Selects-ით;
  • მაღალი საკრედიტო ლიმიტით;
  • 45-დღიანი უპროცენტო კრედიტით;
  • სადაზღვევო პაკეტით.

American Express Business Card-ით მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას:

  • გადაიხდით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ან ინტერნეტმაღაზიებში;
  • დაფარავთ კომუნალურ გადასახადებს ინტერნეტბანკის (www.ibank.ge), Express Online-ის (www.eonline.ge), მობილბანკის (www.mbank.ge), ბანკომატისა და ონლაინგადახდების (www.ipay.ge) საშუალებით;
  • გაანაღდებთ თანხას ბანკომატებიდან და სერვისცენტრებში.

 

45-დღიანი უპროცენტო კრედიტი

უპროცენტო კრედიტი ფინანსურ მოქნილობას მოგანიჭებთ. თუ გახარჯულ თანხას 45 დღის განმავლობაში უკან სრულად დააბრუნებთ, პროცენტი არ დაგერიცხებათ!

 

BUSINESS SAVINGS პროგრამა

დაზოგეთ თქვენი კომპანიის ბიზნესხარჯები

Business Savings პროგრამის დახმარებით თქვენ ისარგებლებთ ფასდაკლებებით ავიაბილეთების, საოფისე ინვენტარის, სასტუმროებისა თუ მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების შეძენისას, შესაბამისად კი შეძლებთ თქვენი ბიზნესხარჯების შემცირებას.

 

ფასდაკლების პროგრამა SELECTS-ი


ფასდაკლებები და ექსკლუზიური პირობები

თქვენ, როგორც American Express Business Card-ის მფლობელი, ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.

თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით, გაეცანით ფასდაკლების პროგრამა Selects-ის შემოთავაზებებს ვებგვერდზე – www.selects.ge და თქვენ წინასწარ გეცოდინებათ უცხოეთში რომელ სასტუმროს, რესტორანს ან მაღაზიას ესტუმროთ.

ადგილობრივი/საერთაშორისო ფასდაკლებები და შეთავაზებები იხილეთ აქ

 

AMERICAN EXPRESS BUSINESS CARD-ის პირობები

ბარათის ყოველწლიური საკომისიო – 100 ლარი

გაეცანით American Express Business Card-ის პირობებს უფრო დეტალურად აქ