სწრაფი ნავიგაცია

თქვენი ბიზნესის სავიზიტო ბარათი


 

American Express Gold Business Card-ი პირველი საკრედიტო ბიზნესბარათია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების ფინანსურ კეთილდღეობას, ხაზს უსვამს მათს წარმატებულობას და უზრუნველყოფს მსოფლიო კლასის მომსახურებას.

American Express Gold Business Card-თან ერთად თქვენ ისარგებლებთ:

  • 45-დღიანი უპროცენტო კრედიტით;
  • Business Savings პროგრამით;
  • დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards-ით;
  • ფასდაკლების პროგრამა Selects-ით;
  • მაღალი საკრედიტო ლიმიტით;
  • სადაზღვევო პაკეტით.

 

45-დღიანი უპროცენტო კრედიტი

უპროცენტო კრედიტი ფინანსურ მოქნილობას მოგანიჭებთ. თუ გახარჯულ თანხას 45 დღის განმავლობაში უკან სრულად დააბრუნებთ, პროცენტი არ დაგერიცხებათ!

 

BUSINESS SAVINGS პროგრამა

დაზოგეთ თქვენი კომპანიის ბიზნესხარჯები

Business Savings პროგრამის დახმარებით თქვენ ისარგებლებთ ფასდაკლებებით ავიაბილეთების, საოფისე ინვენტარის, სასტუმროებისა თუ მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების შეძენისას, შესაბამისად კი შეძლებთ თქვენი ბიზნესხარჯების შემცირებას.

 

დაგროვებითი პროგრამა MEMBERSHIP REWARDS–ი


MR ქულებით მიღებული სასურველი საჩუქარი

  • გადაიხადეთ ან გაანაღდეთ თანხა American Express Business Card-ით;
  • ყოველი გადახდისას დააგროვეთ MR ქულები;*
  • დაგროვებული ქულები კი თქვენი ბიზნესსაჭიროებების შესაბამისად გადაცვალეთ სასურველ საჩუქარზე (მაგ., შეგიძლიათ მიიღოთ თვითმფრინავის ბილეთი, თქვენი კომპანიისთვის საჭირო ინვენტარი, დაჯავშნოთ პრესტიჟული სასტუმროს ნომერი და სხვ.)!

საჩუქრები იხილეთ აქ

 

ფასდაკლების პროგრამა SELECTS-ი


ფასდაკლებები და ექსკლუზიური პირობები

თქვენ, როგორც American Express Business Card-ის მფლობელი, ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის არსებულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.

თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით, გაეცანით ფასდაკლების პროგრამა Selects-ის შემოთავაზებებს ვებგვერდზე – www.selects.ge და თქვენ წინასწარ გეცოდინებათ უცხოეთში რომელ სასტუმროს, რესტორანს ან მაღაზიას  ესტუმროთ.

ადგილობრივი/საერთაშორისო შეთავაზებები და ფასდაკლებები იხილეთ აქ

 

გაუზიარეთ პრივილეგიები თქვენს თანამშრომლებს

American Express Business Card-ი თქვენი კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს. დაამზადებინეთ იმდენი American Express Business Card-ი, რამდენიც გჭირდებათ, დაურიგეთ ისინი თქვენს თანამშრომლებს და მიიღეთ ყველა მოპოვებული MR ქულა კომპანიის ანგარიშზე! ასე თქვენ ბევრად უფრო სწრაფად შეძლებთ MR ქულების დაგროვებას და შემდეგ თქვენი კომპანიისთვის საჭირო ნივთსა თუ მომსახურებაზე გადაცვლას.

ყოველი 3 ბიზნესბარათის შეკვეთის შემთხვევაში თქვენს კომპანიას 1 American Express Card-ი უფასოდ გადაეცემა!

კომპანიისთვის გამოიყოფა ერთიანი საკრედიტო ლიმიტი. თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური ლიმიტების განსაზღვრას კი თავად შეძლებთ.

 

AMERICAN EXPRESS GOLD BUSINESS CARD-ის პირობები

  • ბარათის ყოველწლიური საკომისიო – 200 ლარი

გაეცანით American Express Gold Business Card-ის პირობებს უფრო დეტალურად აქ

....................................................................................................................................................

 

*თითოეულ დახარჯულ 1 ლარზე მიიღებთ 1 MR ქულას.