დაიბრუნე დახარჯული თანხა

American Express-ი საერთაშორისო საკრედიტო ბარათია. მას მსოფლიოს 60 ქვეყანაში 15 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათ შორის საქართველოს ბანკის დახმარებით ქართველი მომხმარებლებიც არიან.
American Express Blue Card-თან ერთად თქვენ ისარგებლებთ:
- 55-დღიანი უპროცენტო კრედიტით;
- თანხის დაბრუნების პროგრამა Cashback-ით;
- ფასდაკლების პროგრამა Selects-ით;
- სადაზღვევო პროდუქტით – სტანდარტ+-ით და სხვ.
American Express Blue Card-ით მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას:
- გადაიხდით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ან ინტერნეტმაღაზიებში;
- დაფარავთ კომუნალურ გადასახადებს ინტერნეტბანკის (www.ibank.ge), Express Online-ის (www.eonline.ge), მობილბანკის (www.mbank.ge), ბანკომატისა და ონლაინგადახდების (www.ipay.ge) საშუალებით;
- გაანაღდებთ თანხას ბანკომატებიდან და სერვისცენტრებში.
55-დღიანი უპროცენტო კრედიტი
უპროცენტო კრედიტი ფინანსურ მოქნილობას მოგანიჭებთ. თუ გახარჯულ თანხას 55 დღის განმავლობაში უკან სრულად დააბრუნებთ, პროცენტი არ დაგერიცხებათ!
თანხის დაბრუნების პროგრამა CASHBACK-ი
თანხის დაბრუნების პროგრამა Cashback-ის დახმარებით დახარჯული თანხის ნაწილი უკან დაგიბრუნდებათ:
- 2%-მდე – ექსკლუზიურ პარტნიორებთან ანგარიშსწორებისას;
- 1% – ბარათით თანხის გადახდისას;
- 0.5% – ბანკომატიდან თანხის გამოტანისას.
შეთავაზებები იხილეთ აქ
ფასდაკლების პროგრამა SELECTS-ი
.png)
ფასდაკლებები და ექსკლუზიური შეთავაზებები
თქვენ, როგორც American Express Blue Card-ის მფლობელი, ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით, გაეცანით ფასდაკლების პროგრამა Selects-ის შემოთავაზებებს ვებგვერდზე – www.selects.ge და თქვენ წინასწარ გეცოდინებათ უცხოეთში რომელ სასტუმროს, რესტორანს ან მაღაზიას ესტუმროთ.
ადგილობრივი/საერთაშორისო შეთავაზებები და ფასდაკლებები იხილეთ აქ
დაზღვევა
Blue Card-თან ერთად საჩუქრად გადმოგეცემათ სადაზღვევო პროდუქტი სტანდარტ+, რომელიც დაიცავს თქვენს თანხას მესამე პირის მიერ არალეგალური განკარგვისაგან.
AMERICAN EXPRESS BLUE CARD-ის პირობები
- ძირითადი ბარათის ყოველწლიური საკომისიო – 25 ლარი
- ბარათის მფლობელის ასაკი – 22-დან 65 წლამდე*
გაეცანით American Express Blue Card-ის პირობებს უფრო დეტალურად აქ
....................................................................................................................................................
* 20 ან 21 წლის პირზე ბარათი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ის არანაკლებ 3 თვის ჩართულია საქართველოს ბანკის სახელფასო პროგრამაში.