ჩემი ცხოვრების ბარათი

American Express Gold Card-ი განსაკუთრებული საკრედიტო ბარათია, რომელიც საბანკო პროდუქტის ფარგლებს გასცდა და მთელ მსოფლიოში პრესტიჟისა და კეთილდღეობის სინონიმად იქცა.
American Express Gold Card-თან ერთად თქვენ ისარგებლებთ:
- 55-დღიანი უპროცენტო კრედიტით;
- დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards-ით;
- ფასდაკლების პროგრამა Selects-ით;
- მაღალი კლასის დაზღვევით;
- დამატებით ბარათით.
American Express Gold Card-ით მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას:
- გადაიხდით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ან ინტერნეტმაღაზიებში;
- დაფარავთ კომუნალურ გადასახადებს ინტერნეტბანკის (www.ibank.ge), Express Online-ის (www.eonline.ge), მობილბანკის (www.mbank.ge), ბანკომატისა და ონლაინგადახდების (www.ipay.ge) საშუალებით;
- გაანაღდებთ თანხას ბანკომატებიდან და სერვისცენტრებში.
55-დღიანი უპროცენტო კრედიტი
უპროცენტო კრედიტი ფინანსურ მოქნილობას მოგანიჭებთ. თუ გახარჯულ თანხას 55 დღის განმავლობაში უკან სრულად დააბრუნებთ, პროცენტი არ დაგერიცხებათ!
დაგროვებითი პროგრამა MEMBERSHIP REWARDS-ი

MR ქულებით მიღებული სასურველი საჩუქარი
- გადაიხადეთ ან გაანაღდეთ თანხა American Express Gold Card-ით;
- ყოველი გადახდისას დააგროვეთ MR ქულები;*
- დაგროვებული ქულები გადაცვალეთ სასურველ საჩუქარზე!
საჩუქრები იხილეთ აქ.
დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards-ში ჩართვისთანავე საჩუქრად მიიღებთ 2 000 MR ქულას!**
ფასდაკლების პროგრამა SELECTS-ი
.png)
ფასდაკლებები და ექსკლუზიური შეთავაზებები
თქვენ, როგორც American Express Gold Card-ის მფლობელი, ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით, გაეცანით ფასდაკლების პროგრამა Selects-ის შემოთავაზებებს ვებგვერდზე – www.selects.ge და თქვენ წინასწარ გეცოდინებათ უცხოეთში რომელ სასტუმროს, რესტორანს ან მაღაზიას ესტუმროთ.
ადგილობრივი/საერთაშორისო ფასდაკლებები და შეთავაზებები იხილეთ აქ
დაზღვევა
American Express Gold Card-ის მეშვეობით ყოველი მოგზაურობა ხიბლს იძენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცით, რომ თქვენ საიმედოდ ხართ დაცული. 3-წლიანი სამოგზაურო დაზღვევა თქვენს სიმშვიდეს ყოველთვის უზრუნველყოფს. თქვენ დაცული იქნებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ბარგი დაიკარგა ან ფრენა გადაიდო. ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეძენისას დაზიანებული იქნება, შეძენიდან 30 დღის განმავლობაში შეგიცვლიან, ქურდობის შემთხვევაში კი – დანაკლისს აგინაზღაურებენ. არ დაზარალდებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ბარათს თაღლითურად გამოიყენებენ.
დამატებითი ბარათი
გაუზიარეთ American Express Gold Card-ის უპირატესობები თქვენთვის ძვირფას ადამიანს, შეიძინეთ მისთვის დამატებითი ბარათი და დააგროვეთ MR ქულები სასურველი საჩუქრისთვის ორჯერ უფრო სწრაფად.
American Express Gold Card-ის (ძირითადი ბარათის) შეძენის უპირატესობა აქვთ მათ, ვინც სარგებლობს SOLO მომსახურებით.
AMERICAN EXPRESS GOLD CARD-ის პირობები
- ძირითადი/დამატებითი ბარათის ყოველწლიური საკომისიო – 180 ლარი
- ბარათის მფლობელის ასაკი – 22-დან 65 წლამდე***
გაეცანით American Express Gold Card-ის პირობებს უფრო დეტალურად აქ
....................................................................................................................................................
*თითოეულ დახარჯულ 1 ლარზე მიიღებთ: 1.5 MR ქულას სავაჭრო ობიექტებში ბარათით გადახდისას; 0.5 MR ქულას – ბანკომატებიდან თანხის გამოტანისას.
**ქულები არ დაგერიცხებათ, თუ უკვე გაწევრიანებული ხართ დაგროვებით პროგრამა Membership Rewards-ში.
***20 ან 21 წლის პირზე ბარათი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ის არანაკლებ 3 თვის ჩართულია საქართველოს ბანკის სახელფასო პროგრამაში.