პირადად შენი შექმნილი ბარათი

თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი პლასტიკური ბარათის დიზაინი სასურველი ფოტოსურათითა თუ გრაფიკული გამოსახულებით!
საკუთარი დიზაინით შექმნილ LOVE CARD-ს აქვს Visa Electron, Visa Classic, Cirrus Maestro და MasterCard Standard პლასტიკური ბარათების ყველა ფუნქცია.
ბარათის დამზადება:
- ეწვიეთ ვებგვერდს – www.lovecard.ge;
- ატვირთეთ თქვენი სურათი ან დიზაინი და გამოგვიგზავნეთ;
- 2 დღის განმავლობაში თქვენს მობილურ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე ბანკისგან დაელოდეთ განხილვის შედეგებს და დიზაინკოდს;
- მიბრძანდით ჩვენს ნებისმიერ სერვისცენტრში, წარადგინეთ დიზაინკოდი და 2 სამუშაო დღეში თქვენი ბარათი მზად იქნება.
ბარათის შესაკვეთად შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ჩვენი ინტერნეტბანკი.
ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს. არასრულწლოვნის შემთხვევაში ბარათი დამზადდება მშობლის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.
პირობები:
ბარათის მოქმედების ვადა
- Visa Electron – 2 წელი
- Visa Classic – 1 წლიდან 2 წლამდე
მინიმალური თანხა:
- Visa Electron – არ მოითხოვება
- Visa Classic – 50 ერთეული, ძირითადი ვალუტის შესაბამისად
ბარათის ღირებულება:
- Visa Electron – 25 ლარი
- Visa Classic (1- წლიანი) – 55 ლარი
- Visa Classic (2-წლიანი) – 65 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.lovecard.ge