ყველა უპირატესობა ერთ ბარათში

სპეციალურად სტუდენტებისთვის ჩვენ შევქმენით სტუდენტური ბარათი, მისი დახმარებით მიიღებთ შეღავათებს თბილისის მეტროში/ავტობუსში და გექნებათ შანსი მოიგოთ 3-თვიანი სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით.
აირჩიეთ ბარათის სასურველი დიზაინი;
- ჩემი მუსიკა
- ჩემი სტილი
- ჩემი განათლება
- ჩემი მიზანი
და რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ბარათი, ჩვენ კი ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოვავლენთ 20 გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში:
- ყველაზე აქტიური – სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათის ყველაზე ხშირი მოხმარებისთვის;
- ყველაზე ხელგაშლილი – სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ყველაზე დიდი მოცულობის თანხის დახარჯვისთვის;
- ყველაზე წინდახედული – საბარათე ანგარიშზე ყველაზე დიდი დანაზოგისთვის.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს 3-თვიან სტიპენდიას თვეში 100 ლარის ოდენობით.
სტუდენტური ბარათი ყველა თავის უპირატესობასთან ერთად VISA Electron ტიპის პლასტიკური ბარათია, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის საბანკო ოპერაციის განხორციელება. სტუდენტური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდისას მიიღებთ მნიშვნელოვან შეღავათს – მხოლოდ ამ ბარათით შეძლებთ თბილისის მერიის მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის დაწესებული შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას თბილისის მეტროსა და ავტობუსში, მიიღებთ საქართველოს ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების პაკეტს - უფასოდ.
ამასთან ,დააგროვებთ თანხას სტუდენტურ ბარათზე და 100 ლარის/აშშ დოლარის/ევროს ზემოთ განთავსებულ დანაზოგს დაერიცხება წლიური სარგებელი: ლარში – 5%, ხოლო აშშ დოლარში ან ევროში – 2%. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ მრავალ წამახალისებელ აქციას და თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან შეღავათებს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
პირობები:
- ბარათის ღირებულება – მხოლოდ 3 ლარი
- სტუდენტური ბარათით სარგებლობა შეუძლია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ყველა სტუდენტს.
ბანკში მოსვლამდე გადაამოწმეთ პირადი მონაცემების სისწორე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: http://eqe.ge/ და ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენი სასწავლებლის დეკანატს.