სწრაფი ნავიგაცია

გაიმარტივეთ ცხოვრება
 

გადასახდელების გადახდა უკვე აღარ მოითხოვს თქვენს ძალისხმევას. ავტომატური გადახდების რეჟიმი დაგეხმარებათ დაფაროთ თქვენი ან თქვენ მიერ მითითებული აბონენტის კომუნალური, საკომუნიკაციო თუ სხვა ტიპის გადასახადი.
 

ამისთვის საკმარისია საქართველოს ბანკში გქონდეთ ერთ-ერთი ანგარიში:
 

  • მიმდინარე უნივერსალური;
  • მიმდინარე სტანდარტული;
  • საკრედიტო.

უბრალოდ დაასახელეთ აბონენტის ნომერი და გადახდების შენთვის სასურველი სქემა, თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად სამი სხვადასხვა ანგარიში. თუ დავალიანების დაფარვის დროისთვის ერთ ანგარიშზე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, დარჩენილი ნაწილი მეორე ან მესამე ანგარიშიდან შეივსება.

განსაზღვრეთ პრიორიტეტები! იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად რამდენიმე გადასახდელის გადახდის დრო მოვიდა და თქვენს ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა, პირველად განხორციელდება ის გადახდა, რომელსაც თქვენ უფრო მაღალი პრიორიტეტი მიანიჭეთ.

დავალებების რაოდენობა შეუზღუდავია, ავტომატური გადახდებით სარგებლობა და გაუქმება ან მიმდინარე სერვისში ცვლილებების შეტანა შეიძლება საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ინტერნეტბანკის ან ტელეფონბანკის მეშვეობით.