სწრაფი ნავიგაცია

დიჯიპასი უკვე ტელეფონში 

 

დღეიდან შესაძლებლობა გეძლევათ აღარ გამოიყენოთ SMS-ი და დიჯიპასის მინიმოწყობილობა ერთჯერადი კოდების მისაღებად!
 
 
  გადმოტვირთეთ უფასოდ
  თქვენს მობილურში
  BOG DIGIPASS აპლიკაცია!
 
 

მიიღეთ დაგენერირებული კოდები უსაფრთხოდ და სწრაფად
                                                                     
 
  •  ინტერნეტბანკსა და მობილბანკში შესასვლელად;*
     
  •  ამავე არხებისა და ტელეფონბანკის საშუალებით სასურველი ოპერაციების შესასრულებლად!
                       

დიჯიპასი და მოქნილობა

BOG Digipass აპლიკაციით სარგებლობას თქვენ შეძლებთ როგორც საქართველოში, ასევე როუმინგის ჩართვის გარეშე საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია აქტიურდება ინტერნეტის საშუალებით, ერთჯერადი კოდების მისაღებად ინტერნეტკავშირი არ დაგჭირდებათ!

დიჯიპასი და უსაფრთხოება

BOG Digipass აპლიკაციით მიღებული ერთჯერადი კოდები უზრუნველყოფს თქვენ მიერ ინტერნეტბანკით, მობილბანკითა და ტელეფონბანკით შესრულებული ოპერაციების უსაფრთხოებას.

დიჯიპასი და სისწრაფე

BOG Digipass აპლიკაციის საშუალებით ერთჯერადი კოდი წამიერად გენერირდება.
 
როგორ უნდა გაიაქტიუროთ დიჯიპასის აპლიკაცია?
 
 


 
 
 გადმოწერეთ BOG Digipass-ის აპლიკაცია;

 

• გახსენით გადმოწერილი აპლიკაცია და აირჩიეთ „აპლიკაციის გააქტიურება“;
 
 
 
 
 
 
 
 

 
• შეიყვანეთ მომხმარებლის ის სახელი, რომელსაც იყენებთ დისტანციური არხებით სარგებლობის დროს; 
 
აქტივაციის კოდის მისაღებად კი:

◦ დარეკეთ „საქართველოს ბანკის“ სატელეფონო მომსახურების ცენტრში (2444444);
 
◦ მიბრძანდით სერვისცენტრში;
 
◦ ეწვიეთ ინტერნეტბანკს (www.ibank.ge/www.eonline.ge);

◦ გამოიყენეთ დიჯიპასის მინიმოწყობილობა; 
 
 შეიყვანეთ მიღებული ერთჯერადი კოდი შესაბამის ველში და აპლიკაცია გააქტიურდება.
 
 
 
 

როგორ უნდა მიიღოთ BOG DIGIPASS აპლიკაციით ერთჯერადი კოდი?
 
 





 გახსენით თქვენს მობილურში გადმოწერილი BOG Digipass აპლიკაცია და დააჭირეთ „ერთჯერად კოდს“;
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 ეკრანზე გამოჩნდება კოდი, რომლის გამოყენების ვადა მხოლოდ 3 წუთია.
 
 
 
 
 
 
 
 
 

ვის შეუძლია მობილურში BOG DIGIPASS აპლიკაციის გადმოწერა?
 
 
 iPhone-ის მფლობელს, თუ დარეგისტრირებულია App Store-ის მომხმარებლად;
 
 Android-ის მფლობელს, თუ დარეგისტრირებულია Google Play-ს მომხმარებლად.
 
 
როგორ ფუნქციონირებს დიჯიპასი, როცა მინიმოწყობილობასაც ფლობთ და აპლიკაციაც ჩამოტვირთული გაქვთ?
 
 თუ თქვენ სარგებლობთ დიჯიპასის აპლიკაციით, ამ პერიოდში მოწყობილობა პასიურ მდგომარეობაშია;

 თუ თქვენ აღარ იყენებთ აპლიკაციას, მოწყობილობის გასააქტიურებლად საჭიროა მიხვიდეთ სერვისცენტრში.
 
 
რა უპირატესობა აქვს BOG DIGIPASS აპლიკაციას SMS-თან ან მინიმოწყობილობასთან შედარებით?

 უპირატესობა SMS-თან შედარებით: აპლიკაციას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენებთ, SMS-ით კოდის მიღება კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
 
 უპირატესობა მინიმოწყობილობასთან შედარებით: აპლიკაციას თქვენსავე მობილურში გადმოწერთ. ასე რომ, ზედმეტი ნივთის ტარება აღარ დაგჭირდებათ.
 
 
 
 
 
 
 
...........................................................................................................................................................
 
*რთული ავტორიზაციის შემთხვევაში.