სწრაფი ნავიგაცია

iBank – საქართველოს ბანკის მე-4 თაობის ინტერნეტბანკი!


წარმოგიდგენთ უნიკალური ფუნქციების მქონე ახალ ინტერნეტბანკს, რომლის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ შეასრულოთ თქვენთვის სასურველი საბანკო ოპერაციები.

განახლებული ინტერნეტბანკის გამოყენებით თქვენ უკვე შეგიძლიათ:


გაიაქტიუროთ ინტერნეტბანკი დისტანციურად

ინტერნეტბანკის გააქტიურებისთვის მხოლოდ ვებგვერდზე შესვლა და რამდენიმე მონაცემის შევსებაა საჭირო. ასევე დისტანციურად აღადგენთ ინტერნეტბანკის დავიწყებულ პაროლს.

შექმნათ გადახდების კალათა და ერთად დაფაროთ ყველა გადასახადი

შეგიძლიათ გააერთიანოთ და მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით დაფაროთ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები. ასევე შეძლებთ ინტერნეტბანკში ყოველი შესვლისას მიიღოთ ინფორმაცია, გაქვთ თუ არა მიმდინარე დღეს დავალიანება დასაფარი.


მართოთ ბანკთან ურთიერთობა „ჩემი კალენდრის“ საშუალებით

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ გადახდის დღეები, საკმარისია თავად მონიშნოთ კალენდარზე ან აკონტროლოთ ბანკის მიერ უკვე ავტომატურად მონიშნული სესხის, კომუნალური, საოჯახო და სხვა ტიპის აქტივობები.

ისარგებლოთ სახლიდან გაუსვლელად ფულადი გზავნილების მრავალფეროვანი არჩევანით

ახალი ინტერნეტბანკით ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ფულადი გზავნილების როგორც მიღება, ასევე გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ.

გაიაქტიუროთ სესხი ონლაინ

ახალ ინტერნეტბანკში შეგიძლიათ ნახოთ ბანკის მიერ პირადად თქვენთვის მომზადებული შეთავაზებები და იქვე გაიაქტიუროთ დამტკიცებული SMS სესხი.

მარტივად მოიძიოთ ნებისმიერი ინფორმაცია ძიების ველის გამოყენებით

მეტი სიმარტივისთვის ახალ ინტერნეტბანკში დაგხვდებათ ძიების ველი, სადაც შესაძლებლობა გაქვთ ჩაწეროთ ნებისმიერი საძიებო სიტყვა ფუნქციის, პროდუქტისა, თუ მომსახურების შესახებ.

აკონტროლოთ შემოსავლები „ჩემი ფინანსების“ გამოყენებით

ინტერნეტბანკში შეგიძლიათ გრაფიკულად ნახოთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკა, ამის მიხედვით დასახოთ გეგმები და თვალი ადევნოთ რამდენად სწორად მიდიხართ მიზნის შესრულებისკენ.
 

ამის გარდა, ინტერნეტბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ სტანდარტული საბანკო ოპერაციები:
 

  • მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საკუთარ ანგარიშებსა და ბარათებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ინტერნეტბანკშივე ნახოთ, შეინახოთ ან ამობეჭდოთ ამონაწერი და სხვა საბანკო საბუთები;
  • დაბლოკოთ ან განბლოკოთ ბარათი;
  • გახსნათ ან გადაამოწმოთ ინფორმაცია ანაბარზე განთავსებული თანხისა და დარიცხული სარგებლის შესახებ. გაიაქტიუროთ ელექტრონული ყულაბა;
  • მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენს სესხზე, საკრედიტო ბარათსა და განვადებაზე;
  • გადარიცხოთ საკუთარ ანგარიშებს შორის, სხვა პირის ან ორგანიზაციის ანგარიშზე ან ბიუჯეტში. შექმნათ გადარიცხვის შაბლონები ან გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალი;
  • გადაიხადოთ ნებისმიერი ტიპის გადახდები, შექმნათ მათი შაბლონები ან ჩართოთ ავტომატური გადახდების ფუნქციონალი;
  • მიიღოთ ინფორმაცია ბონუს პროგრამების შესახებ და გადაიხადოთ მათი საშუალებით;
  • ნახოთ მიმდინარე მდგომარეობით ბანკში დაფიქსირებული ვალუტის კურსები.
     

ინტერნეტბანკში შესასვლელად ეწვიეთ ვებგვერდს: www.iBank.ge