მიიღეთ საბანკო მომსახურება იქ, სადაც ხართ და ყოველთვის, როცა გჭირდებათ
აქცია 15 ნოემბრამდე!
გამოიყენეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათი და მობილბანკით შესრულებულ ყოველ საბანკო ოპერაციაზე მიიღეთ საჩუქრად თქვენს Express Card-ზე 10 Express ქულა!
მობილბანკის საშუალებით ყველა იმ ძირითად საბანკო ოპერაციას განახორციელებთ, რისი შესრულებაც ინტერნეტბანკში არის შესაძლებელი.
შესასვლელადაც იგივე მომხმარებლის სახელი და პაროლი დაგჭირდებათ, რასაც ინტერნეტბანკში იყენებთ.
მობილბანკით თქვენ შეძლებთ:
- მართოთ თქვენი მიმდინარე ანგარიშები, საკრედიტო ბარათები, ანაბრები და სესხები;
- მიიღოთ ამონაწერი თქვენს ანგარიშებზე შესრულებულ ტრანზაქციებზე და სხვა;
- გადარიცხოთ თანხა საქართველოს ბანკის ნებისმიერ ანგარიშზე;
- გაგზავნოთ გზავნილი „ელვა”;
- დაფაროთ კომუნალური ან სხვა გადასახადები;
- დაბლოკოთ დაკარგული ბარათები;
- იპოვოთ საქართველოს ბანკის უახლოესი ბანკომატი ან სერვისცენტრი;
- შეიტყოთ ვალუტის მიმდინარე კურსი და გამოთვალოთ მისი შესაბამისი თანხა სასურველ ვალუტაში;
- ისარგებლოთ მარტივი შაბლონებით და დაზოგოთ ოპერაციისთვის საჭირო დრო;
- შეცვალოთ პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი.
მობილბანკით სარგებლობა უფასოა!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი http://www.mbank.ge