შენი სასურველი შეტყობინება
გამოიყენეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათი და SMS ბანკით გზავნილი „ელვას“ გაგზავნისას და მობილურზე სასაუბრო დროის შეძენისას მიიღეთ საჩუქრად თქვენს Express Card-ზე 10 Express ქულა!
SMS ბანკი დაგეხმარებათ ძალიან მარტივად, მობილური ტელეფონიდან მართოთ თქვენი საბანკო ანგარიშები.
SMS ბანკის მეშვეობით:
- მიიღებთ ინფორმაციას:
– მიმდინარე ანგარიშებზე/ბარათებზე არსებული ხელმისაწვდომი თანხის შესახებ;
– ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის/გასვლის შესახებ;
– ბარათით შესრულებულ სხვადასხვა ოპერაციებზე;
– სესხზე/საკრედიტო ბარათზე გადასახდელი თანხის ოდენობისა და დაფარვის თარიღის შესახებ და სხვ.;
- დაბლოკავთ ან განბლოკავთ თქვენს ბარათს;
- გაგზავნით გზავნილ „ელვას“;
- გაააქტიურებთ American Express®-ის დაგროვებით პროგრამა Membership Rewards-ს;
- გაიგებთ American Express-ის MR ქულების რაოდენობას;
- შეიძენთ მობილურზე სასაუბრო დროს;
- შეაჩერებთ SMS ბანკის მომსახურებას ან შეჩერებულ მომსახურებას აღადგენთ და სხვ.
SMS ბანკის მოხმარების ინსტრუქცია
იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილით და შესაბამისი ბრძანება მაგთიდან, ჯეოსელიდან ან ბილაინიდან SMS-ით გაგზავნეთ ნომერზე – 4444.
|
საბანკო ოპერაცია |
ბრძანების ფორმატი |
მაგალითი |
|
ინფორმაცია დაგროვებული Express ქულების შესახებ |
Express |
Express |
|
ინფორმაცია მიმდინარე ანგარიშებზე არსებული ხელმისაწვდომი თანხის შესახებ ანგარიშის ნომრისა და ვალუტის მითითებით |
ACC |
ACC |
|
MR ქულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია (AmEx) |
MR |
MR |
|
პლასტიკური ბარათის დაბლოკვა (იბლოკება მომხმარებლის კონკრეტული ბარათი) |
BC#დასაბლოკი ბარათის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი |
BC#2517 |
|
დაბლოკილი პლასტიკური ბარათის განბლოკვა |
UBC#განსაბლოკი ბარათის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი |
UBC#2517 |
|
ინფორმაცია ბარათზე გამოყენებადი ნაშთის შესახებ (ლიმიტი მითითებულია ძირითად ვალუტაში) |
CARD#ბარათის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი |
CARD#2517 |
|
SMS ბანკისთვის დადგენილი ენის შეცვლა (ქართული ან ინგლისური) |
LAN#სასურველი ენის კოდი |
LAN#GE ან LAN#EN |
|
მობილურზე სასაუბრო დროის შეძენა (ტელეფონის ნომერზე, რომლიდანაც იგზავნება ბრძანება) |
MOB#(ბარათის ბოლო ოთხი ციფრი)#(თანხა) |
MOB#2517#5 |
|
მობილურზე სასაუბრო დროის შეძენა (სხვა ტელეფონის ნომერზე) |
MOB#(ბარათის ბოლო ოთხი ციფრი)#(თანხა)#(მობილური ტელეფონის ნომერი) |
MOB#2517#50#595111222 |
|
ბალის სასაუბრო დროის შეძენა (ტელეფონის ნომერზე, რომლიდანაც იგზავნება ბრძანება) |
BALI#(ბარათის ბოლო ოთხი ციფრი)#(ინდექსი)#(თანხა) |
BALI#2517#02#6 |
|
ბალის სასაუბრო დროის შეძენა (სხვა ტელეფონის ნომერზე) |
BALI#(ბარათის ბოლო ოთხი ციფრი)#(ინდექსი)#(თანხა)#(მობილური |
BALI#2517#02#6#598111222 |
მაგთის სასაუბრო დროის შეძენისას მითითებული თანხა უნდა აღემატებოდეს 5 ლარს; ლაილაისა და ბილაინის კი – 1 ლარს ( ჯეოსელზე თანხის მითითება შესაძლებელია თეთრებითაც – მაგ.: 12.25 ლარი);
ბალის სასაუბრო დროის შეძენისას მითითებული თანხა უნდა იყოს 3-ის ჯერადი რიცხვი. მაგ.: BALI#2517#02#6, BALI#2517#02#9, ბალის ინდექსი აკონკრეტებს, თუ ბალის რა სახეობაზე სურს ბალანსის შევსება მომხმარებელს. ბალის ინდექსებია: 01, 02, 03, 04, 05, 06, 99
შეტყობინების ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს ლათინური ასოებით.
SMS ბანკის დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში ან ინტერნეტბანკის საშუალებით.