სწრაფი ნავიგაცია

დაზოგე შენთვის ძვირფასი დრო
 

მუდმივი საგადასახადო დავალების საშუალებით შეგიძლიათ ბანკში მიუსვლელად აწარმოოთ სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაცია. ამიერიდან ანაბრის თანხის შესავსებად თუ გადარიცხვის განსახორციელებლად აღარ მოგიწევთ მოცდენა. თქვენს დავალებას საქართველოს ბანკი შეასრულებს.


მუდმივი საგადასახადო დავალების საშუალებით ასევე:
 

  • დროულად დაფარავთ ნებისმიერ დავალიანებას ავტომატურად, ბანკისთვის წინასწარ მიცემული დავალების საფუძველზე (დავალებები შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი,ასევე მეორდებოდეს კონკრეტული პერიოდულობით);
  • ავტომატურად დააკონვერტირებთ ვალუტას, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი თანხა იქნება ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში;
  • საკუთარ ანგარიშებზე ფულად სახსრებს გადაანაწილებთ და სხვ.

 მუდმივი საგადასახადო დავალების გააქტიურება, მოდიფიკაცია ან გაუქმება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ინტერნეტბანკის ან ტელეფონბანკის მეშვეობით.