სწრაფი ნავიგაცია

 მართე თანხა ტელეფონით
 

ტელეფონბანკი საქართველოს ბანკის კიდევ ერთი პოპულარული დისტანციური საბანკო მომსახურებაა.

მხოლოდ ერთი ზარი ტელეფონის ნომერზე: 2 444 444 და თქვენ შეძლებთ:

  •  ეროვნული და უცხოური ვალუტის გადარიცხვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
  • ვალუტის კონვერტაციას;
  • ერთი ანგარიშიდან მეორეზე თანხის გადატანას;
  • გზავნილის ანგარიშზე ჩარიცხვას;
  • მუდმივი საგადასახადო დავალების გააქტიურებას, დეაქტივაციას ან მოდიფიცირებას;
  • საკონტაქტო ინფორმაციის განახლებას.


ტელეფონბანკის საშუალებით თქვენ შეიტყობთ:

  • ინფორმაციას თქვენს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ;
  • ინფორმაციას ანაბრებისა თუ სესხების შესახებ;
  • ინფორმაციას ვალუტის კურსის შესახებ;
  • სიახლეებს ბანკის პროდუქტების შესახებ და სხვ.

ტელეფონბანკით სარგებლობისთვის საჭიროა გქონდეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათი და სპეციალური CIC კოდი, რომელიც ამ ბარათს ახლავს თან* და რომელიც თქვენ საქართველოს ბანკის ოპერატორთან საუბრის დროს დაგჭირდებათ. 

დარეკეთ ნომერზე: 2 444 444. ამ სერვისით სარგებლობა უფასოა.

 

 

*თუ არ გაქვთ CIC კოდი ან უბრალოდ დაგავიწყდათ, ჩვენს ნებისმიერ სერვისცენტრს მიმართეთ.