სწრაფი ნავიგაცია

6-დან 12 წლამდე მოსწავლეებისათვის

12 წლიდან ზევით მოსწავლეებისათვის 

 

sCool Card-ი „საქართველოს ბანკის“ მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის შექმნილი ბარათია, რომელსაც როგორც მშობლებისთვის, ასევე შვილებისთვის აქვს მრავალმხრივი უპირატესობები:

  • ბარათი ჩართულია დაგროვების პროგრამა “sCool”-ში. შესაბამისად, გადახდისას1 და  განაღდებისას  მოსწავლის ბარათზე დაირიცხება 5 sCool-ა (1 sCool-ა = 1თეთრი). მოსწავლე დაგროვებულ sCool-ებს გადაცვლის მობილურის ბალანსში;
  • ბავშვი აღარ ატარებს ნაღდ ფულს. გაცილებით მარტივად, გადახდის აპარატზე ბარათის ერთი მიდებით გადაიხდის. 
  • ბარათით მოსწავლე მეტროში, ავტობუსებსა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე იმგზავრებს უფასოდ, სამარშრუტო ავტობუსებში კი საფასურს არსებული სტანდარტული ტარიფით გადაიხდის.
    მგზავრობის საფასურის გადახდისას (გარდა ნულოვანი ტარიფით მგზავრობისა) არსებობს არაავტორიზირებული ოვერდრაფტის წარმოქმნის შესაძლებლობა. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
  • დღის განმავლობაში მშობელს ექნება შესაძლებლობა გააკონტროლოს შვილ(ებ)ის დანახარჯი, რადგან მიუვა SMS-ი, სად და რამდენი არის ბარათით გადახდილი. სურვილის შემთხვევაში შეძლებს თავად დაუწესოს ბავშვ(ებ)ს ყოველდღიური ხარჯვის ლიმიტი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეუზღუდოს  sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანა;
  • sCool Card-ის მფლობელი სავაჭრო და მომსახურების ობიექტში სხვადასხვა  პროდუქციასა და მომსახურებაზე ისარგებლებს ფასდაკლებებით; შეთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ბარათის პირობები

ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის შესახებ დოკუმენტი

გაიგე მეტი



______________________________________________________________________________________________

1 გარდა ტრანსპორტში მგზავრობის თანხის გადახდისას.