სწრაფი ნავიგაცია

„საქართველოს ბანკი“ თავის მომხმარებლებს საცალო, კორპორატიული, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის, დაზღვევის, ვაჭრობის დაფინანსების, ლიზინგის, საბროკერო და საკრედიტო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

„საქართველოს ბანკი“ 34.5% საბაზრო წილის მფლობელია მთლიანი აქტივების მიხედვით და 156 სერვისცენტრის, 431 ბანკომატის, დისტანციური არხების საშუალებით ფიზიკური პირების 1 115 258 და კორპორატიული კლიენტების 192 700-ზე მეტ მიმდინარე ანგარიშს ემსახურება. ბანკის წმინდა შემოსავალმა 2011 წლის მესამე კვარტალში კონსოლიდირებულად 37.6 მილიონი ლარი (22.6 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკის მთლიანმა კაპიტალმა და მთლიანმა აქტივებმა – დაახლოებით 775.7 მილიონი ლარი (467.0 მილიონი აშშ დოლარი) და 4 359.4 მილიონი ლარი (2 624.6 მილიონი აშშ დოლარი) შესაბამისად. 2011 წლის 30 სექტემბრისთვის ბანკის ROAE-მ და ROAA-მ 19.84% და 3.52% შეადგინა.

2006 წლის 29 ნოემბერს „საქართველოს ბანკი“ გახდა პირველი ბანკი საქართველოდან და მეორე ბანკი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელმაც საკუთარი აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. ხოლო 2012 წლის 28 თებერვლიდან „საქართველოს ბანკი“ უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგშია.

 „საქართველოს ბანკი“ არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: S&P: 'BB-/B'; Moody’s: 'B1/NP' (FC) & 'Ba3/NP' (LC); FitchRatings: 'BB-/B'.

*ფინანსური შედეგები 2011 წლის 31 დეკემბრის ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.