სწრაფი ნავიგაცია

SOLO – ეს არის „საქართველოს ბანკის"ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელიც მოიცავს პრივილეგიურ სერვისებსა და გამორჩეულ საბანკო პროდუქტებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დაზოგოთ დრო, მიიღოთ მაქსიმალურად მომგებიანი, კომფორტული საბანკო მომსახურება და იყოთ გამორჩეული, მაშინ SOLO თქვენთვისაა შექმნილი.

SOLO – კომფორტული

  • SOLO მომხმარებლებს მოგემსახურებათ პერსონალური ბანკირი. იგი გაგიწევთ კონსულტაციებს ნებისმიერ საბანკო და სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით და ინდივიდუალურად შეგირჩევთ თქვენს ფინანსურ მიზნებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურებას;
  • უფრო მეტი კომფორტისა და ექსკლუზიურობისთვის თქვენთვის განკუთვნილია SOLO სერვისცენტრი თბილისში და SOLO მომსახურების ადგილები „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

SOLO – მომგებიანი

  • ექსკლუზიურად თქვენთვის შექმნილია SOLO პროდუქტები, ასევე სარგებლობთ განსაკუთრებული პირობებით სხვა საბანკო მომსახურებაზე და იღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს;
  • სარგებლობთ განსაკუთრებული პირობებით სადაზღვევო და მოგზაურობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე.

SOLO – გამორჩეული

  • მხოლოდ SOLO მომხმარებლებს შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიალური საერთაშორისო საკრედიტო ბარათი American Express Gold-ი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საკრედიტო ლიმიტით, ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით, დაგროვების პროგრამა Membership Rewards-ითა და ბონუსპროგრამა Selects-ით, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში;
  • ექსკლუზიურად თქვენთვის მზადდება SOLO Lifestyle შემოთავაზებები: გართობა, დასვენება, მოგზაურობა.