
SOLO მომხმარებელი არის გამორჩეული, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ისარგებლოს American Express®Gold საკრედიტო ბარათით.
ბარათის უპირატესობები:
- მაღალი საკრედიტო ლიმიტი – 4 000-20 000 ლარი (ან ეკვივალენტი აშშ დოლარში/ევროში);
- ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი – 55 დღე;
- ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი სავაჭრო ობიექტებში ათვისებულ თანხაზე– მხოლოდ წლიური 18%;
- ფასდაკლებები და სპეციალური შემოთავაზებები მსოფლიო მასშტაბით;
- საწევრო საჩუქრები დაგროვილი ბონუსქულების სანაცვლოდ.
ბარათით სარგებლობისას ხდება ქულების დაგროვება, რომლის სანაცვლოდაც ნებისმიერ დროს საჩუქრებისა და სასურველი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ბარათის მფლობელებს ასევე საშუალება აქვთ ისარგებლონ American Express Selects პროგრამით, რომელიც გამოირჩევა ექსკლუზიური შეთავაზებებით მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში, სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებში.
American Express Gold ბარათის მიღებისას თქვენ სარგებლობთ სადაზღვევო პროდუქტებით:
- სამოგზაურო დაზღვევა;
- American Express Gold ბარათით შეძენილი ნივთების დაზღვევა;
- ბარათის დაზღვევა მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენებისას (Card Fraud Protection).
დაწვრილებითი ინფორმაცია American Express Gold ბარათის შესახებ.