ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ - პირადი მომსახურე მენეჯერის საშუალებით განსაკუთრებულ კომფორტულ მომსახურებასა და სადაზღვევო პროდუქტებზე მნიშვნელოვან შეღავათებს გთავაზობთ.
სიახლე!
ექსკლუზიური სადაზღვევო პროდუქტები მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის ალდაგი ბისიაისგან
სმართდრაივი
თუ თქვენ მიერ ნებისმიერი ავტომობილის კანონიერი მართვისას ზიანი მიადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ან ქონებას, სმართ დრაივით სარგებლობის შემთხვევაში ალდაგი ბისიაი უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას.
მთავარი უპირატესობები:
-
„სმართდრაივის“ შეძენა შესაძლებელია ავტოტრანსპორტის დაზღვევის შეძენის გარეშეც;
-
თქვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია ავტომობილის დაზღვევისაგან დამოუკიდებლად, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ვის ავტომობილს მართავთ;
-
მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის – მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის შემთხვევაში ფრანჩიზა არ მოქმედებს (სტანდარტულად 200 აშშ დოლარი);
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ „სმარტდრაივ Couple“ და ერთი პოლისის ფარგლებში დაზღვეული იქნება არა მარტო თქვენი პასუხისმგებლობა, არამედ თქვენი მეუღლისაც.
SOLO Holiday
„ალდაგი ბისიაი“ SOLO მომხმარებლებს გთავაზობთ ექსკლუზიურად თქვენთვის შექმნილ პოლისს – SOLO Holiday-ს – ქონებისა და ავტომანქანის დაზღვევა თქვენი მოგზაურობის პერიოდში.
მთავარი უპირატესობები:
-
თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იმოგზაუროთ, რადგან თქვენი ბინა, პირადი ნივთები და ავტომანქანა დაზღვეული იქნება;
-
შესაძლებლობა გეძლევათ ერთი მარტივი პროცედურით დააზღვიოთ ქონება და ავტომობილი, თქვენთვის მისაღები ვადით: 2 კვირით, 1 თვით ან 3 თვით;
-
SOLO Holiday პოლისის შეძენით თქვენ ავტომატურად დაზღვეული იქნებით მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისაგან.
შეიძინეთ SOLO Holiday და მიიღეთ საჩუქარი – სამოგზაურო დაზღვევა 50 000 ევროს ლიმიტით, SOLO Holiday პოლისის ვადის ანალოგიურ პერიოდზე.
ქონების დაზღვევა განახლებული პირობები:
მხოლოდ SOLO მომხმარებლებს გაქვთ უპირატესობა დააზღვიოთ ქონება განსაკუთრებული პირობებით:
-
გამარტივებული პროცედურები;
-
არავითარი შეზღუდვა ბინის ხნოვანობაზე;
-
სესხის ფარგლებში დაზღვეული ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაზღვევის შესაძლებლობა;
-
რემონტის ან შიგთავსის დაზღვევა კარკასის დაზღვევისაგან დამოუკიდებლად;
-
მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა საჩუქრად!
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი – SOLO ექსკლუზივი
სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის შექმნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გთავაზობთ უნიკალურ უპირატესობებს.
ასევე ისარგებლეთ ფასდაკლებებით შემდეგ სადაზღვევო პროდუქტებზე:
ჯანმრთელობის დაზღვევა
-
პოლისი უნივერსალი – 15%-იანი ფასდაკლებით.
ქონების დაზღვევა – 15%-იანი ფასდაკლებით
-
ახალი ბინა
-
ჩემი ბინა
-
ჩემი ეზო
-
ხის სახლი
-
ძველი ქალაქი
-
ძვირფასეულობა
ავტომობილის დაზღვევა – 10%-იანი ფასდაკლებით
-
ავტოკლასიკი
-
ავტოლეიდი
-
ავტოდელუქსი
სიცოცხლის დაზღვევა – 10%-იანი ფასდაკლებით
სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის ან პოლისის შესაძენად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.