თქვენი სასურველი შეტყობინება
SMS ბანკი საშუალებას გაძლევთ სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მიიღოთ შეტყობინება ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის, ანგარიშიდან თანხის გასვლის ოპერაციის, სესხზე გადასახდელი თანხის, ანაბრის ვადის გასვლის, პლასტიკური ბარათით ოპერაციის ჩატარების თაობაზე და სხვა.
თქვენ თავად შეგიძლიათ მარტივი SMS ტექსტით აწარმოოთ სხვადასხვა აქტიური საბანკო ოპერაციები. იხილეთ სასურველი სმს ბრძანებები
SMS ბანკის უპირატესობები:
-
SMS ბანკით სარგებლობისთვის თქვენ არ მოგიწევთ GPRS ინტერნეტის ამოქმედება; საკმარისია მობილურიდან SMS შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა;
-
SMS ბანკი მუშაობს ნებისმიერი მოდელის მობილურ ტელეფონზე;
-
SMS ბანკის მეშვეობით თქვენ იღებთ შეტყობინებას თქვენს საბანკო ანგარიშებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.