
American Express Platinum-ი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც წინ გელით მრავალფეროვანი შეთავაზებები, უპირატესობები და აქამდე უცნობი გამოცდილება.
American Express Platinum Card-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ მსოფლიო მასშტაბით ისარგებლოთ:
- საერთაშორისო და ადგილობრივი კონსიერჟის მომსახურებით, რაც უზრუნველყოფს თქვენთვის ავიაბილეთების შეძენა-გადაცვლას, სასტუმროს ნომრისა და სასურველ რესტორანში მაგიდის დაჯავშნას, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვას, ყვავილების, საჩუქრების შეკვეთას თქვენი საყვარელი ადამიანისთვის და სხვ.;
- 1 000-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯით 120-ზე მეტ ქვეყანაში, რაც აეროპორტში რეისის მოლოდინში შეგიქმნით დამატებით კომფორტს;
- განსაკუთრებული პირობებით მაღალი კლასის სასტუმროებში, მათ შორის, ნომრის შეღავათიანი ღირებულებითა და სპეციალურად თქვენზე მორგებული უპირატესობებით;
- სასტუმროების ლოიალურობის პროგრამებით, რომელთა დახმარებითაც მიიღებთ მეტ სარგებელს და შემოგთავაზებენ განსაკუთრებულ მომსახურებას;
- მაღალი კლასის სამოგზაურო დაზღვევით, რაც თავს მოგზაურობისას დაცულად გაგრძნობინებთ და თქვენს სიმშვიდეს უზრუნველყოფს;
- დაგროვების პროგრამა Membership Rewards-ით, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ დააგროვოთ გაორმაგებული MR ქულები და შემდგომ ისინი სასურველ საჩუქარზე გადაცვალოთ; ასევე ბარათის მიღებისას საჩუქრად მიიღოთ 5 000 MR ქულა;
- ფასდაკლების პროგრამა Selects-ით − მისი დახმარებით შეძლებთ მსოფლიო მასშტაბით სპეციალური ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით ისარგებლოთ;
- 55-დღემდე უპროცენტო კრედიტით, რაც ფინანსურ მოქნილობას მოგანიჭებთ. თუ ბარათით დახარჯულ თანხას 55 დღემდე უკან სრულად დააბრუნებთ, პროცენტი არ დაგერიცხებათ.
გაეცანით American Express Platinum-ის პირობებს.