თუ თქვენ გახდებით SOLO მომხმარებელი, მოგემსახურებათ პერსონალური ბანკირი. SOLO ბანკირი იქნება თქვენი ერთადერთი საკონტაქტო პირი ბანკში, რაც ბევრად გაგიმარტივებთ ურთიერთობას ბანკთან და დაგიზოგავთ დროს.
SOLO ბანკირი დეტალურად გაეცნობა თქვენს მოთხოვნებს და შეგირჩევთ თქვენთვის ყველაზე მომგებიან პროდუქტებსა და მომსახურებას. იგი გაგიწევთ კონსულტაციებს ნებისმიერ საბანკო და სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით, მოგცემთ რჩევას და მოგემსახურებათ როგორც სპეციალურ SOLO მომსახურების ადგილებში, ასევე დისტანციურად, იმეილბანკის საშუალებით.
ყველა განაცხადი ინდივიდუალურად განიხილება.