სწრაფი ნავიგაცია

28 მარტი
2018
10%-იანი ფასდაკლება WEDGWOOD-ში!



ისარგებლეთ WEDGWOOD-ის ექსკლუზიური შეთავაზებით და შეიძინეთ ფაიფურისა და ბროლის ჭურჭელი თუ სხვა დეკორაციული აქსესუარები განსაკუთრებული 10%-იანი ფასდაკლებით.

WEDGWOOD, WATERFORD, ROYAL ALBERT, ROYAL DOULTON, ROGASKA, LENOX, REED & BARTON, SAMBONET, PORTMEIRION, HUTSCHENREUTHER...

სახელები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო; მაღალი ხარისხი, რომელიც მრავალი წლის მიუხედავად უცვლელია; დიზაინი, რომელიც არ კარგავს ძველ სიდიადეს და ამავდროულად თანამედროვეობას უწყობს ფეხს.

სწორედ ამიტომ WEDGWOOD-ის შოურუმში წარმოდგენილი ბრენდები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი ჭურჭელი და აქსესუარები ოჯახური შეკრებების, დაბადების დღეების, ქორწილებისა და საახალწლო დღესასწაულების ტრადიციული მეგზურია.

წარმოდგენილ ბრენდებთან თამშრომლობენ და საავტორო ხაზს ქმნიან ცნობილი დიზაინერები,  მოდელები, ტელეწამყვანები, კულინარები, მათ შორის არიან: Vera Wang, Jasper Conran, Gordon Ramsay, Ellen DeGeneres, Karim Rashid, Miranda Kerr, Sara Miller.

WEDGWOOD-თან წარმოდგენილი ბრენდებით გაწყობილი მეგობრული ლანჩი თუ მოდური წვეულება, დაბადების დღის, საქორწინო თუ სამახსოვრო საჩუქარი,  არასოდეს დარჩება შეუმჩნეველი და არც ადვილად დაავიწყდება მნახველს. ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნება იდეალურად მოერგება თქვენი სახლის ყოველდღიურობასა თუ განსაკუთრებულ სადღესასწაულო მომენტებს; დახვეწილი სასაჩუქრე შეფუთვა კი ორმაგად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის თითოეული ბრენდის კოლექციას.

ამასთან, WEDGWOOD-ი გთავაზობთ HORECA მიმართულებას - შოურუმში წარმოდგენილი ბრენდების ჭურჭელს და სერვირების აქსესუარებს რესტორნებისა და სასტუმროებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნული ფასდაკლება არ ვრცელდება აქციის ფარგლებში გათვალისწინებულ ნივთებსა და HORECA-ს პროდუქციაზე.

შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

მის.: თბილისი, 0179, ჭავჭავაძის გამზ. №8
ტელ.: 577 01 21 21
Facebook:
სამუშაო საათები: ყოველდღე, 11:00-იდან 21:00 სთ-მდე