სწრაფი ნავიგაცია

OneCard VISA Infinite-ი არის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პრემიუმკლასის სერვისის მიღების გარანტია.

OneCard VISA infinite ბარათის ფლობა ნიშნავს სპეციალურად თქვენთვის შექმნილი უმაღლესი დონის პრივილეგიების მიღებას. აშკარა ფინანსურ პრივილეგიებთან ერთად ბარათი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ არაერთი ექსკლუზიური სერვისი.

                                                                                  

OneCard VISA infinite ბარათის პრივილეგიები:

  • ფინანსური უპირატესობები;
  • სამოგზაურო უპირატესობები;
  • კონსიერჟის მომსახურება ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში;
  • ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები.

 

ფინანსური უპირატესობები

გადაიხადეთ და დაზოგეთ თანხა 4 სხვადასხვა ვალუტაში

OneCard VISA Infinite-ი  გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გამოიყენოთ 4 ქვეანგარიში განსხვავებულ ვალუტებში (ლარი / აშშ დოლარი / ევრო / გირვანქა სტერლინგი) და დაივიწყოთ ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ხარჯი.  

OneCard VISA Infinite-ი გამოირჩევა თანხის განაღდების მაღალი ლიმიტითა და მაღალი წლიური სარგებლით, რომელიც თქვენს საბარათე ანგარიშს ყოველი თვის ბოლოს დაერიცხება.

 

მართეთ თქვენი ანგარიშები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

OneCard VISA Infinite-ი შესაძლებლობას გაძლევთ 4 სხვადასხვა ვალუტაში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი თუ მომსახურება სავაჭრო წერტილებში ან ინტერნეტის საშუალებით; გაანაღდოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერი ბანკომატიდან და გადარიცხოთ თანხა თქვენთვის სასურველ ანგარიშზე ინტერნეტბანკის ან SMS ბანკის საშუალებით.

 

ბარათის დაცვა თაღლითობისგან 

OneCard VISA Infinite-ი საიმედოდ იცავს თქვენს თანხებს. დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ მისი დაბლოკვა მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარით ან ინტერნეტბანკის საშუალებით. თუ თქვენი ბარათიდან განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაციები, OneCard VISA Infinite ბარათის დაზღვევა ზარალს სრულად აგინაზღაურებთ.

 

სამოგზაურო უპირატესობები

მრავალჯერადი, საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა

OneCard VISA Infinite-ი არის თქვენი საიმედო გარანტია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. გადაიხადეთ OneCard VISA Infinite ბარათით და მიიღეთ მრავალჯერადი სამოგზაურო 90-დღიანი დაზღვევა!

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გთხოვთ დაგვირეკოთ ნომერზე: 

  • +44 (0) 207 479 3526 (მომსახურება ინგლისურ ენაზე)
  • +44 (0) 207 479 3527 (მომსახურება რუსულ ენაზე)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სადაზღვევო მომსახურების გაწევა ხდება ინგლისურად და რუსულად. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილეთ სამოგზაურო დაზღვევის პირობები.

 

Priority Pass – თქვენი საშვი საერთაშორისო აეროპორტების VIP ლაუნჯებში

Priority Pass-თან ერთად თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდება. Priority Pass-ი გაიცემა OneCard VISA Infinite ბარათთან ერთად. ეს საშვი შესაძლებლობას მოგცემთ თქვენს მეგობრებთან ან ნებისმიერ სხვა თანმხლებ პირებთან* ერთად  VIP ლაუნჯებში კომფორტულად დაისვენოთ.

*ლაუნჯში შესვლის საფასურს ადგილზე გადაიხდით.
 

Diamond Air – VIP სერვისი აეროპორტში

თქვენ, როგორც OneCard VISA infinite ბარათის მფლობელი, უფლებამოსილი ხართ გამოიყენოთ პრემიუმკლასის DiamondAir სერვისი მსოფლიოს 300-ზე მეტ აეროპორტში.

მომსახურების მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო კონსიერჟის სამსახურს და მოითხოვოთ DiamondAir სერვისი:

  • +44 (0) 207 479 3526 (მომსახურება ინგლისურ ენაზე)
  • +44 (0) 207 479 3527 (მომსახურება რუსულ ენაზე)
     

კონსიერჟის მომსახურება 24 საათის განმავლობაში

OneCard VISA infinite ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ საერთაშორისო კონსიერჟის  მომსახურებით. კონსიერჟი დაგეხმარებათ აისრულოთ თქვენი სურვილები, მაგ., შეუკვეთოთ ყვავილები, დაგეგმოთ ღონისძიებები, დაჯავშნოთ სასურველი იახტა ან სასტუმროები და ა.შ.

საერთაშორისო კონსიერჟის მომსახურებისთვის დარეკეთ ნომრებზე:

  • +380 44 499 39 75  

  • +7 727 399 0303 

*კონსიერჟის მომსახურება უფასოა. საერთაშორისო კონსიერჟის მიერ შეძენილი ნივთის / მომსახურების საფასური ჩამოიჭრება თქვენი OneCard VISA Infinite ბარათიდან.

 

ბილეთის გადაცვლა

გსურთ შეუკვეთოთ ბილეთები კონცერტებსა თუ სპორტულ ღონისძიებებზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში? Ticket Exchange სამსახური თქვენს განკარგულებაშია. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან შეიძინოთ ნებისმიერი ბილეთი ოპერის, როკკონცერტისა თუ სპორტული ღონისძიებისათვის.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ კურიერის მომსახურების მეშვეობით ან უშუალოდ სალაროში ღონისძიების დღეს. თქვენ მხოლოდ ბილეთის ღირებულება გექნებათ გადასახდელი, ხოლო კურიერის მომსახურება უფასოა (თუ ამ სერვისს აირჩევთ), არანაირი გადასახადი დამატებითი მომსახურებისთვის არ არის საჭირო.

ბილეთების შესაკვეთად დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +1 602 254 1270 (მომსახურების ენა – ინგლისური)

 

სატელეფონო მომსახურება ყოველდღე, 24 საათი

უმაღლესი ხარისხის კომფორტის მისაღებად გთავაზობთ სატელეფონო ხაზს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. დღე-ღამის ნებისმიერ დროს მხოლოდ ერთი ზარით თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ სხვადასხვა ინფორმაცია და შეასრულოთ თქვენთვის სასურველი საბანკო ოპერაცია – გადარიცხოთ თანხა, დაბლოკოთ ან განბლოკოთ თქვენი ბარათი, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ და სხვ.

,,საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვის სატელეფონო ხაზი თქვენს სამსახურშია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში. მომსახურების მიღება შეგიძლიათ ქართულად, ინგლისურად და რუსულად ნომერზე: +995 32 444 333

 

ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები

OneCard VISA Infinite ბარათის მფლობელებისთვის ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა შექმნეს საქართველოს ფარგლებში უმაღლესი კლასის სერვისისა და შეთავაზებების სპეციალური პროგრამა. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური პირობებითა და ფასდაკლებებით რესტორნებში, მაღაზიებში, ფიტნესკლუბებში, სასტუმროებში და სხვ.

ადგილობრივი შეთავაზებების გარდა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ Visa Infinite-ის სპეციალური საერთაშორისო შეთავაზებებით მაღაზიებში, სასტუმროებსა და რესტორნებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.