სწრაფი ნავიგაცია

დაგროვილი ქონება უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ მომხმარებლის ფინანსურ სტაბილურობას, არამედ ამავე დროს შემოსავლის მიღების წყაროც უნდა იყოს. სწორედ ამაზე არის ფოკუსირებული ჩვენი მომსახურება. ჩვენ მუდმივად მივისწრაფვით შესაძლო რისკების კონსერვატიული მართვის გზით მაქსიმალურად გავზარდოთ თქვენ მიერ ჩვენთვის მონდობილი სახსრები.

,,საქართველოს ბანკის" აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის მიერ შექმნილი თითოეული პროდუქტი ემყარება 3 ძირითად ფუნდამენტურ კონცეფციას: სტაბილურობას, სანდოობასა და ზრდას.

ჩვენ გთავაზობთ ანაბრების საუკეთესო პირობებს, მოქნილ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს (6%-მდე 20 სხვადასხვა ვალუტაში).   

გთავაზობთ შემდეგი ტიპის ანაბრებს – ვადიანს, საინვესტიციოს, შეგროვებადსა და შემნახველს.

                                                                                                       

მოთხოვნისთანავე თქვენი პირადი ბანკირი მოგაწვდით ინფორმაციას ,,საქართველოს ბანკის" აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის გუნდის მიერ შექმნილი ანაბრების შესახებ და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად