3 წუთი წასაკითხად
მომავლის უნარები: როგორ მოვემზადოთ კარიერული ცვლილებისთვის - რჩევები მედეა ტაბატაძისგან
8 ოქტ. 2025
3 წუთი წასაკითხად
ადამიანებს პროფესიის შეცვლისას ყველაზე მეტად წარუმატებლობისა და შემოსავლის დაკარგვის ეშინიათ… თუმცა, ჩემი აზრით, რისკის გაწევა და ახალი პროფესიის სწავლა ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე გაურკვევლობაში დარჩენა – ამბობს მედეა ტაბატაძე, რომელიც უკვე მრავალი წელია, რაც განათლებისა და სამუშაო ბაზრის ტენდენციებს აკვირდება.
ალბათ, ყველას გვიფიქრია – რა იქნებოდა, სხვა პროფესია რომ ამერჩია? ან რა მოხდება, თუ ახლა შევცვლი ჩემს კარიერას? ეს კითხვები განსაკუთრებით იჩენს თავს, როცა ვგრძნობთ, რომ ჩვენი საქმე აღარ გვაძლევს იმ სიხარულს, რასაც ადრე გვაძლევდა.
კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ახალი პროფესიის დაუფლება, მიუხედავად ასაკისა თუ გამოცდილებისა. საქართველოს ბანკის ახალი სტიპენდია კი ფინანსურ ბარიერს სრულად ხსნის და 100%-ით ფარავს სწავლის ხარჯებს პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში.
მედეა ტაბატაძემ განმარტა, რომ პროფესიული განათლება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა 80-90-იან წლებში აკადემიური განათლება უფრო წინ წამოიწია:
თუმცა 2010-იანი წლებიდან პროფესიული განათლება კვლავ პოპულარული გახდა და დღეს მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით მკაფიოა…
ამ ცვლილებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, შრომის ბაზრის ახალი მოთხოვნები და ციფრული ეკონომიკის წინსვლა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის გარემოს, სადაც პროფესიული უნარების განახლება აუცილებელი ხდება.
პროფესიული განათლების ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა, როგორც მედეა აღნიშნავს, მისი პრაქტიკული ხასიათია:
პროფესიული განათლების მთავარი ხიბლი არის „საქმის კეთების” უნარის სწრაფად შეძენა… თუ გზად ადამიანი მიხვდება, რომ არჩეული მიმართულება აღარ აინტერესებს, ცვლილების განხორციელება მინიმალური დანახარჯებით შეუძლია… თანაც, პროფესიული განათლება შედარებით სწრაფად შეიძლება შემოსავალში კონვერტირდეს
ეს პრაქტიკული მიდგომა საშუალებას გაძლევს, ნაცვლად წლებისა, რამდენიმე თვეში აითვისო კონკრეტული უნარები, რომლებიც მყისიერად გამოსადეგი იქნება სამუშაო ბაზარზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს ფუფუნება, დიდი ხნის განმავლობაში შემოსავლის გარეშე დარჩეს.
მაგრამ რომელი პროფესიები იქნება ყველაზე მოთხოვნადი მომავალში? მედეამ ამ კითხვაზეც ამომწურავი პასუხი გაგვცა:
დღეს განსაკუთრებით ფასობს მონაცემთა ანალიტიკა, ML-ინჟინერია, პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება… პარალელურად, ჯანდაცვაში მოთხოვნადია მედდები, ინჟინრები, ფსიქოლოგები… იზრდება მოთხოვნა ფინანსისტებზე, ციფრულ მარკეტერებზე, კონტენტ კრეატორებზე, პროექტებისა და პროდუქტების მენეჯერებზე
მრავალფეროვანი ჩამონათვალი მიუთითებს, რომ მომავლის ბაზარზე თითოეულ ადამიანს შეუძლია იპოვოს სფერო, რომელიც მის ინტერესებს და უნარებს შეესაბამება. საქართველოს ბაზარზეც მსგავსი ტენდენციები იკვეთება.
მომავლის პროფესიები საქართველოში დიდწილად გლობალურ ტენდენციებს ემთხვევა, ოღონდ მცირე დროის ჩამორჩენით… ვფიქრობ, უახლოეს წლებში განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება მომხმარებლის გამოცდილების მკვლევრებზე, პროდუქტის მენეჯერებზე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე, ფინანსებსა და ციფრულ მარკეტინგში მომუშავე პროფესიონალებზე
ამ ტენდენციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როცა პროფესიული გადამზადების გზას ვირჩევთ. თუმცა, ბევრს აფერხებს რწმენა, რომ გარკვეული ასაკის მერე უკვე გვიანაა ახალი საქმის დაწყება. მედეა ტაბატაძე ამ მითს ანგრევს:
სინამდვილეში, უფროსი ასაკის ადამიანებიც აქტიურად სწავლობენ და ხშირად ახერხებენ საკუთარი პროფესიული „მე-ს” ხელახლა აღმოჩენას… ეს ძალიან შთამაგონებელი პროცესია
რა თქმა უნდა, ცვლილების გზაზე შიშები ბუნებრივად ჩნდება. მედეას სიტყვები, რომლითაც ბლოგი დავიწყეთ, სწორედ ამ შიშებს ეხება და გვახსენებს, რომ საქმეში დარჩენა, რომელიც არ გვიყვარს, ხშირად გაცილებით უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე ახლის დაწყებასთან დაკავშირებული დროებითი გამოწვევები.
სწორედ ამ ბარიერების მოხსნას ემსახურება საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა, რომელსაც მედეა ასე აფასებს:
საქართველოს ბანკის სტიპენდია ძალიან მნიშვნელოვანია. ის, პირველ რიგში, ხსნის ფინანსურ ბარიერს და ზრდის მოტივაციას… ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია პროფესიული განათლების სისტემასა და ქვეყნის ადამიანურ კაპიტალში
თუ გრძნობ, რომ დროა ცვლილებისთვის, იცოდე, რომ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. პროგრამა სხვადასხვა სფეროს მოიცავს. პროფესიების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ტექნოლოგიებს – ანალიტიკა, პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, ასევე ფინანსების, ბიზნესისა და კულინარიის სფეროს.
აკადემიების ჩამონათვალი, განაცხადის ფორმა და სხვა დეტალები ნახე ვებგვერდზე: stipendia.bog.ge
გაიგე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ.
და რაც მთავარია, განათლების გზაზე არ გაჩერდე.