საქართველოს ბანკი თავის ერთ-ერთ მთავარ მისიად განათლების მისაღებად მეტი შესაძლებლობის შექმნას ისახავს. ამას ხაზს უსვამს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი უამრავი პროექტი. ეს პროექტები ბევრგვარ მიმართულებას მოიცავს და სხვადასხვა აუდიტორიაზეა გათვლილი, თუმცა, ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: შექმნილია იმისთვის, რომ ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანებს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.
ამდენად, თუ ფიქრობ, რომ დროა, მიზნებისკენ შეუჩერებლად სწრაფვა დაიწყო და ოცნებები აისრულო, ეწვიე ახალშექმნილ ვებსაიტს CSR.BOG.GE. შენ შესახებ სულ სამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, აქ მიიღებ სრულყოფილ ინფორმაციას მიმდინარე პროექტებზე, რომელშიც შეგიძლია ჩაერთო. შესაძლებლობები კი მართლაც რომ უსაზღვროა: სასკოლო კონკურსებიდან საერთაშორისო სამაგისტრო სტიპენდიებამდე.
სტიპენდიები სტუდენტებისთვის
2023 წელს ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი შეიქმნა; ორივე მათგანი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს საშუალებას, სრულად ან ნაწილობრივ დაიფინანსონ სწავლა.
საქართველოს ბანკის სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტებში, რომელიც 15 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლას უფინანსებს მაღალი აკადემიური მოსწრების და ლიდერობის უნარებით გამორჩეულ სტუდენტებს. ამ შესაძლებლობით სარგებლობას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ყოველწლიურად შეძლებენ. სამომავლოდ გაიზრდება პარტნიორი სასწავლებლების ჩამონათვალიც.
პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაც. გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის სახელობის სტიპენდია კი მომავალ არქიტექტორებს აძლევს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას.
იდეათეკა
პროექტი იდეათეკა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა, თავის თავში აერთიანებს განათლების მიმართულებით საქართველოს ბანკის რამდენიმე პრიორიტეტს: სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, წიგნიერების პოპულარიზაცია და სივრცე ახალი ინტერესების აღმოსაჩენად.
პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში შეიქმნა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე. იდეათეკები, რომლებიც 10 000-ზე მეტ მოსწავლეს მასპინძლობს, აღჭურვილია მრავალფეროვანი ლიტერატურით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რესურსებით. ეს ყველაფერი მოსწავლეებს, ერთი მხრივ, სასკოლო საქმიანობაში ეხმარება, მეორე მხრივ კი ქმნის სივრცეს არაფორმალური განათლებისთვის: შეხვედრებისთვის, დისკუსიისთვის.
სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროს პოპულარიზაცია
საქართველოს ბანკი ფინანსურთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიაცაა, რადგან თავის საქმიანობაში აქტიურად ნერგავს უახლეს მიღწევებს და ცდილობს, მათი საშუალებით სერვისები უფრო მოსახერხებელი გახადოს. ამდენად, სულ არაა გასაკვირი, რომ მისი პრიორიტეტი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებაცაა.
STEM სკოლა (STEM-აბრევიატურია, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, მათემატიკას) 1-წლიანი ონლაინ კურსია, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის მეშვიდედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს ინტენსიურ მომზადებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.
კომაროვის სკოლასთან ერთად იმართება STEM ოლიმპიადაც, რომელშიც პირველ წელს მთელი ქვეყნიდან 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო. ფინალურ ტურში გამოვლენილი საუკეთესო გუნდი CERN-ის კვლევით ცენტრში (ჟენევა, შვეიცარია) საგანმანათლებლო ვიზიტითა და სკოლის შენობაში მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცით დაჯილდოვდება.
ზუსტი მეცნიერებებით დაინტერესებული დაბალკლასელებისთვის (II-VI კლასები), საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეწყობა ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაც.
GITA-სთან პარტნიორობით შექმნილი პროექტი Code IT ახალგაზრდებისთვის კოდირების სწავლებას ისახავს მიზნად, თანაც – საქართველოს 8 ტექნოპარკში, peer-to-peer მოდელით, რაც მონაწილეების დაახლოებასაც უწყობს ხელს.
NASA Space Apps Challenge ინოვაციური იდეების შესამუშავებლად შექმნილი 48-საათიანი ჰაკათონია, რომელიც მსოფლიოს 300-მდე ქალაქში იმართება, გამარჯვებული პროექტების იდეები კი მოგვიანებით საერთაშორისო კონკურსზეც იგზავნება.
სტიპენდიები საზღვარგარეთ სასწავლებლად
უკვე წლებია, საქართველოს ბანკი სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია კრეატიული საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს, ორი წლით სრულიად უფასოდ ისწავლონ ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, Copywriting-ის ან Art Direction-ის მიმართულებაზე.
Fulbright აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით შეიქმნა და ის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას გაძლევს.
Chevening კი ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ფინანსური განათლების ხელშეწყობა
ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, განსაკუთრებით კი სკოლებისთვის, ფინანსური წიგნიერება სიახლეა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ბანკიც, რომელიც, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, საქმეში თავის წილ პასუხისმგებლობას ხედავს.
PH International-თან და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-სთან თანამშრომლობით ფინანსური განათლების საფუძვლების შესახებ საინფორმაციო ლექციები ჩაუტარდათ უფროსკლასელებს (მე-7 კლასიდან ზემოთ).
უფროსკლასელებისთვის — მე-7 კლასიდან ზემოთ — ტარდება King’s-ის ერთტურიანი ონლაინ ოლიმპიადაც ფინანსურ განათლებაზე.
GELi-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, უფროსკლასელებისთვის (მე-10 კლასიდან ზემოთ) ეკონომიკის ოლიმპიადაც ეწყობა, რომლის გამარჯვებულებიც შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებენ მონაწილეობას,
საქართველოს ბანკი თავისი სტენდით გამოჩნდა ექსპო ჯორჯიაში გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენაზეც, სადაც სახალისო თამაშებით უმასპინძლა და ფინანსური განათლების მიმართულებით შექმნილ რესურსებზე საჭირო ინფორმაცია მიაწოდა აბიტურიენტებსა და სტუდენტებს.
სამომავლოდ, ფინანსურ საკითხებზე ინფორმაციის წვდომის გასაადვილებლად, მოსწავლეებისთვის შექმნილ sCoolApp-შიც იგეგმება სიახლეები. ამასთან, თვალი ადევნე ჩვენს ბლოგსაც, სადაც ყოველთვის გიყვებით ფინანსებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
კონკურსები მოტივაციის ასამაღლებლად
რასაკვირველია, ჩვენ ვსწავლობთ საკუთარი წარმატებისთვის, მაგრამ გზად თუ ერთი-ორ პრიზსაც გამოვკრავთ ხელს, ეს დამატებითი მოტივაციაა. ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო კონკურსი იმართება.
თუ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობ და საჯარო გამოსვლებსაც არ უფრთხი, აუცილებლად უნდა ცადო ბედი საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსში, რომელსაც ბანკის ხელშეწყობით ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი მართავს.
თუ ლიდერული უნარებით გამოირჩევი და გუნდური მუშაობაც გხიბლავს, მაშინ კი ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსში უნდა მოსინჯო ძალები. პროექტის ფარგლებში მენეჯერის პოზიციაზე აღმოჩნდები და გადაწყვეტილებების მიღებაც მოგიწევს.
აი, წიგნების თაროზე კი მაინცდამაინც ბევრის მოყოლა ალბათ არცაა საჭირო — ეს სატელევიზიო ლიტერატურულ კონკურსი, რომლის სტუდენტური სეზონის მხარდამჭერი Student Card-ია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია შოუა ქართულ სივრცეში.
ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავლისმომცველი პროექტებისა, რომლებსაც საქართველოს ბანკი ახორციელებს განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად მთელი ქვეყნის მასშტაბით. თანაც, ეს ყველაფერი არ არის – სამომავლოდ უფრო მეტი სიახლეა დაგეგმილი. მთავარია, არ გაჩერდე!
გაინტერესებს, რა ხდება საინტერესო sCoolApp-ში და რას თამაშობენ სკოლის მოსწავლეები აპლიკაციაში ასე მონდომებით? ეს საქართველოს ბანკის ტრივიაა, შემეცნებით-გასართობი თამაში, რომელიც ერთდროულად არის ძალიან სახალისო, საგანმანათლებლო და მომგებიანიც. ტრივიას სამყარომ სკოლის მოსწავლეების სიყვარული ძალიან მალე დაიმსახურა. ამ ბლოგში კი მისი პოპულარობის 5 მიზეზს მიმოვიხილავთ. #1 დამაფიქრებელი კითხვები ჩვენი ტრივია იმ თემებზეა აგებული, რომლებიც მოზარდების ყოველდღიურობას განსაკუთრებულს
ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე ყველა ინდუსტრიაში ამარტივებს რთულ პროცესებს, თუმცა ამ დიდ ტრანსფორმაციაში ქალების ჩართულობა კვლავ კრიტიკულად დაბალია. სწორედ ამ რეალობის შესაცვლელად და ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან ერთად ახალი ინიციატივით გამოდის. AI სტიპენდიით გოგოებს შეუძლიათ 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს 6 წამყვან აკადემიაში. თუ გაინტერესებს AI,
4, 15 და 16 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიმართა. ღონისძიება უკვე დასრულდა, თუმცა კარგი წიგნების აღმოჩენა და შეძენა არასდროს არის გვიან. როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია, რაც ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გენერალური სპონსორია. თუ წიგნის დღეებზე დასწრება ვერ მოახერხე ან ახალი საკითხავის ძიებაში ხარ, გთავაზობთ დათო ჯიქიას (ცნობილი ქართული ჯგუფიდან Bedford Falls)