არდადეგების დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ძალიან მალე ახალი თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელიც დაიწყება. იმის მიუხედავად, პირველკურსელი ხარ თუ არა, უნივერსიტეტის პირველ დღეს სათანადოდ მომზადებული უნდა შეხვდე. თუ ჯერ ვერ მოასწარი საყიდლებზე წასვლა ან ზუსტი სიაც არ გაქვს შედგენილი, შემდეგი ნივთების შეძენას გირჩევთ, რათა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი მაქსიმალურად კომფორტული და პროდუქტიული იყოს.
რადგან უნივერსიტეტში დღის დიდ ნაწილს გაატარებ, წიგნების, ლეპტოპის თუ პირადი ნივთების სატარებლად ზურგჩანთა დაგჭირდება. ამასთანავე, ზურგჩანთით გადაადგილება კომფორტულიც იქნება.
ონლაინ რესურსები თანამედროვე სასწავლო პროცესში დიდ როლს ასრულებს. ამიტომ, ონლაინ წიგნების კითხვის და დავალებების წერის პროცესში ახალი, სწრაფი და მულტიფუნქციური ლეპტოპი დიდ დახმარებას გაგიწევს.
თუ სწავლის პროცესს ჩანაწერების გაკეთება და მნიშვნელოვანი იდეების ფურცელზე გადატანა უფრო გიმარტივებს, მაშინ საკანცელარიო ნივთები უნდა მოიმარაგო. ახალი ბლოკნოტი, კალამი თუ ფერადი სანიშნეები მეცადინეობას უფრო სახალისოს გახდის.
თუ მეცადინეობა საყვარელი მუსიკის ფონზე უკეთ გამოგდის, მაშინ ახალი ყურსასმენი უნდა შეიძინო. მუსიკის მოსმენასთან ერთად, ხმის დახშობასაც შეძლებ და როგორც სახლიდან, ისე ნებისმიერი ადგილიდან იმეცადინებ.
ბევრი ჩვენგანისთვის ახალი სასწავლო წელი ახალი ტანსაცმლის გარეშე წარმოუდგენელია. თუ შენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნები, მაშინ გარდერობის განახლებაზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყო.
თუ ყოველდღიურად ლეპტოპის ტარების საჭიროება არ გაქვს, თუმცა ონლაინ რესურსებზე წვდომა მაინც გჭირდება, მაშინ პლანშეტი იდეალური არჩევანია. პლანშეტის დახმარებით კითხვას ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის, ტრანსპორტიდანაც კი შეძლებ.
უნივერსიტეტში სწავლა ბევრი სტუდენტისთვის ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებასაც ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ტოსტერი, ელექტრო ღუმელი თუ ჩაიდანი აუცილებლად დაგჭირდება, რათა საჭმლის მომზადება სწრაფად და მარტივად შეძლო.
უფრო ხარისხიანად სწავლისთვის, საუნივერსიტეტო წიგნებთან ერთად დამატებითი ლიტერატურაც შეგიძლია იკითხო. შენთვის საინტერესო წიგნები კი ახლავე შეგიძლია შეიძინო და სალექციო კურსებსაც უფრო მომზადებული შეხვდე.
გამოწვევებთან ერთად, ახალი სასწავლო წელი თავგადასავლებსა და ბევრ სასიამოვნო მომენტს გიმზადებს. ამ მომენტების მოგონებებად ქცევისთვის კი ფოტოაპარატი თან უნდა გქონდეს.
თუ მობილური ტელეფონი შენთვის ყველაზე საჭირო ნივთია და ხელიდანაც არ უშვებ, მაშინ არც განახლება გაწყენდა. ტელეფონის მეშვეობით წაკითხვას, ჩანაწერების გაკეთებას და ახალ-ახალი ინფორმაციის მიღებასაც მარტივად შეძლებ.
თუ ჩამოთვლილი ნივთებიდან რამდენიმეს შეძენა უკვე გადაწყვიტე, მაგრამ მაღაზიებში სიარულის დრო არ გაქვს, შენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს: 6 სექტემბერს extra.ge-ზე ნებისმიერი ნივთის Student Card-ით შეძენისას 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი) მოქმედებს. ასე რომ, შეგიძლია კომფორტულად მოკალათდე და 6 სექტემბრამდე სასურველი ნივთები აუღელვებლად შეარჩიო. თბილისის მასშტაბით კი, შეძენილ ნივთებს სახლში სრულიად უფასოდ მოგიტანენ.