Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

დები | გასტროლები

გასტროლების ამ ეპიზოდში დიმიტრი რჩეულიშვილი ქუთაისს და მის შუაგულში, ისტორიულ შენობაში მდებარე რესტორან “დებს” ესტუმრა. რესტორანი “დები” სამმა დამ დააფუძნა და დასავლეთ საქართველოს სამი თვალსაჩინო ტრადიცია — არაჩვეულებრივი სამზარეულო, გემოვნებიანი მუსიკა და სახლური, უშუალო გარემო ერთ სივრცეში მოაქცია.

გასტროლების ამ სერიაში დიმიტრიმ დების დახმარებით ლეჩხუმური გასტრო-მოგზაურობა მოიწყო და ერთ გობში გაერთიანებული ავთენტური კერძები გასინჯა. ჯონჯოლი, ლობიო პომიდვრის საწებლით, ყველი, მჭადი, მჟავე, ერბო-კვერცხი ლეჩხუმური ლორით, ლობიანი, კიტრი და პომიდორი — ამ ყველაფრით, ჭიქა ტვიში-ცოლიკოურით და ცოცხალი მუსიკის თანხლებით დიმიტრი “გემოს უსინჯავს ლეჩხუმს”.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გასტროლები დებში თქვენც უნდა გაიმეოროთ, მისი ინტერიერია —  დებმა ის საკუთარი ხელით მოაწყვეს და ბუნებრივი მასალებით, სკულპტურებით, ძველებური ფოტოსურათებით თუ საქანელათი სრულიად ორიგინალური გარემო შექმნეს. დანარჩენს თავადაც ნახავთ — დაემგზავრეთ გასტროლებს ქუთაისში ამ ვიდეოთი:

https://www.youtube.com/watch?v=WMNAieNEo2E&list=PLUxkp0BgXSmKTWp6ffx4KXlrmgUaiNZIg&index=2

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს