Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ონლაინ ექსპორტი vol.2

1 აპრ. 2020

ქვეყანაში არსებული ვითარების გამო დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციური არხებით ვაჭრობა. 
სწორედ ამიტომ 4 აპრილს ბანკის ორგანიზებითა და ონლაინექსპორტის სერიის ფარგლებში გაიმართება დისტანციური შეხვედრა ზუმში, სადაც დაესწრებით დისკუსიას, თუ რა ტენდეციებია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ყიდვა-გაყიდვის ონლაინპლატფორმებზე.
შეხვედრის მოდერატორი იქნება საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი არველაძე, რომელიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად კითხვა-პასუხის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ:
  • Amazon Export Hub-ის წარმომადგენელი ლევან მოლაშვილი amazon-სა და etsy-ზე მუშაობის თავისებურებებზე უპასუხებს თქვენს კითხვებს
  • Boxette-იდან იოსებ კანთელაძე და გიორგი ბოჭორიშვილი ამერიკაში პროდუქციის გაგზავნა-დასაწყობების პრინციპებს აგიხსნით
  • Extra.ge-ს წარმომადგენელი თამარ ბუაძე კი ქართულ ონლაინპლატფორმის უპირატესობებს დაგანახებთ 
საქართველოს ბანკი ზრუნავს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა საქმიანობის მხარდასაჭერად.
თარიღი: 4 აპრილი
დრო: 13:00 სთ
შეხვედრის ადგილი: ზუმი 
რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ღონისძიებამდე 2-3 საათით ადრე ჩვენ გამოგიგზავნით ზუმის ბმულს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ შეხვედრაზე ონლაინდასწრებას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს