Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკი დეველოპერების საიმედო პარტნიორია

17 დეკ. 2020

საქართველოს ბანკი 400-მდე დეველოპერული პროექტისა და 200-მდე პარტნიორი დეველოპერის მხარდამჭერია და მათთვის არაერთ პროექტს ახორციელებს, მეტი კომფორტისა და უკეთესი მომსახურების მიზნით კი სხვადასხვა სიახლეს ნერგავს და არსებულ პირობებს აუმჯობესებს.
ამჯერად ბანკმა დეველოპერთა მხარდაჭერის მიმართულება შექმნა, რომელიც ახალ უნიკალურ სივრცეში − 4B-ს სერვისცენტრებში − მოემსახურება მომხმარებლებს; ასევე გაამარტივა დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი და მათ კიდევ უფრო კომფორტული და საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზა.
აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დეველოპერთა საქმიანობას, არამედ ჩვენს მომხმარებლებსაც და ისინი სასურველი ქონების შეძენას ხელსაყრელი პირობებით და უფრო მარტივად შეძლებენ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს