Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკმა Decade of Excellence Banking Group Georgia 2021-ის ჯილდო მიიღო

9 აგვ. 2021

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Banking & Finance Review-მ,  ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის საქართველოს ბანკი Decade of Excellence  კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიად დაასახელა. 
 
ეს ტიტული მთელი ჩვენი  გუნდის დაუღალავი შრომისა და 2.6 მილიონზე მეტი მომხმარებლის დამსახურებაა და კიდევ ერთხელ გამოარჩევს საქართველოს ბანკს, როგორც საიმედო ორგანიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. 
 
ცნობისთვის, Global Banking & Finance Review  ბოლო ათწლეულის განმავლობაში იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამოცემას მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. 
 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს