2 წუთი წასაკითხად
რა არის PLUS და რატომ უნდა დაიწყო ახლავე ქულების დაგროვება
16 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
PLUS ლოიალობის საუკეთესო პროგრამაა, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მრავალფეროვანი შეთავაზებებით, დააგროვოს PLUS ქულები და შემდეგ პარტნიორ ობიექტებში – რესტორნებში, სასტუმროებში, მაღაზიებში, მარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებში და ა.შ. – შეიძინოს სასურველი პროდუქტი ან სერვისი.
ლოიალობის პროგრამაში ჩართულია ყველა, ვისაც საქართველოს ბანკის ბარათი აქვს. PLUS ქულები კი სულ მარტივად, საქართველოს ბანკის ტერმინალზე ჩვენი ბარათებით ნებისმიერი გადახდისას გროვდება. თუმცა ყველაზე მეტ ქულას PLUS ბარათის მფლობელები აგროვებენ.
მომხმარებელს შეუძლია კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვოს PLUS-ის პარტნიორ ობიექტებში: მუდმივად ახლდება ისეთი ადგილების ჩამონათვალი, სადაც გადახდისას გაორმაგებული, გაათმაგებული თუ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი PLUS ქულების ერთდროულად დაგროვებაა შესაძლებელი.
პარტნიორ ობიექტებში სხვადასხვა ტიპის შეთავაზება მოქმედებს ხოლმე:
- მეტი PLUS ქულა – როცა სტანდარტულზე უფრო მეტი რაოდენობის PLUS-ებს აგროვებ
- ქეშბექი – PLUS-ებით გადახდისას საფასურის ნაწილს უკან იბრუნებ
- ფასდაკლება – PLUS-ებით გადახდისას ფასდაკლება მოქმედებს
რაც მთავარია, ამ ტიპის შეთავაზებები ყოველთვის ახლდება და ყველა გემოვნების ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მასზე მორგებულ პირობებს გამოჰკრას ხელი. თანაც, PLUS ქულებით გადახდა პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი როგორც ფიზიკური, ისე ციფრული ბარათით. ნახე ყველა შეთავაზება.
არ დაგავიწყდეს, რომ PLUS ქულების დაგროვება და დახარჯვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას. 1₾ = 400 PLUS ქულას. ზუსტად რამდენი ქულა გაქვს, ამის გაგება მარტივად შეგიძლია მობილბანკში ან ინტერნეტბანკში.
გაითვალისწინე, რომ საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში არსებობს 4 სტატუსი: Starter, Bronze, Silver და Gold. რაც უფრო მაღალია შენი სტატუსი, მით მეტია სარგებელი – აგროვებ უფრო მეტ PLUS ქულას და სარგებლობ ფასდაკლებებით საბანკო, სამედიცინო თუ სადაზღვევო სერვისებზე.
- Starter: 1 ლარი = 1 PLUS
- Bronze: 1 ლარი = 1.5 PLUS
- Silver: 1 ლარი = 1.75 PLUS
- Gold: 1 ლარი = 2 PLUS
მოკლედ, გადაიხადე ყველგან შენი საქართველოს ბანკის ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე და ერთი მხრივ, დააგროვე PLUS ქულები, მეორე მხრივ კი, აიმაღლე სტატუსი, რათა უფრო მეტი ქულის დაგროვება შეძლო და შესაბამისად მეტი უპირატესობითაც ისარგებლო.
აქვე ერთსაც გირჩევთ – თუ PLUS ქულებს 5 ივლისამდე, PLUS-ის დაბადების დღემდე შეინახავ, შეძლებ გაორმაგებული ქულებით ისარგებლო ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში.
თუ არ ხარ ჯერ კიდევ საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაში ჩართული, რაღას უცდი, აიღე PLUS ბარათი და დაიწყე ქულების დაგროვება!