ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივა ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 15-მდე სტიპენდიატი. „მოხარული ვარ რომ მომავალი თაობის, სტუდენტების მხარდაჭერისა და მათთვის განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, ასეთი სასტიპენდიო პროექტებია: