მობილბანკი 1 800 000 ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია – ანგარიშების მართვა, თანხის გადარიცხვა, სესხის აღება, ანაბრის გახსნა და კიდევ უამრავი რამ, რასაც საუკეთესო მობილბანკში წამებში აკეთებ. აპლიკაციის განახლება და მომხმარებლებისთვის ფუნქციონალების გაუმჯობესება თუ სიახლეების შეთავაზებაც ყოველდღიურობის ნაწილია.
რაგანახლდააგვისტოსთვეში?
მოდი, ერთად გადავხედოთ 3 მთავარ სიახლეს, რომლებიც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის შენს გამოცდილებას
ინვესტიციები – შესაძლებლობები და გათამაშებები
თუ აქციების შეძენით, ინვესტიციებით ხარ დაინტერესებული, ახლა ყველაფერი გაცილებით სახალისო და მოსახერხებელი გახდა. მთავარი სიახლე კი ინვესტიციების გათამაშებაა მობილბანკში. ყოველი აქციის შეძენისას ავტომატურად იღებ 1 ბილეთს, რომელიც გაძლევს შანსს, მოიგო nvidia-ს აქციები. ჯამური საპრიზო ფონდი საკმაოდ შთამბეჭდავია – 12,500$, რა შემთხვევაშიც გამარჯვებულს შეიძლება შეხვდეს როგორც 100$-ის, ისე 1,250$-ის აქციები.
ინვესტიციების მოდულის დიზაინიც მთლიანად განახლდა, უფრო დახვეწილი და გამოსაყენებლად მარტივი გახდა. თან, ახლა მთავარ გვერდზევე გამოჩნდება სპეციალური ვიჯეტიც, რომელიც რეალურ დროში გაჩვენებს შენი ინვესტიციების დინამიკას.
თუ გინდა ინვესტიციები ჩვევად აქციო, ახალი ფუნქცია – ავტომატური ყიდვა სწორედ შენთვისაა. მაგალითად, შეგიძლია დააყენო დავალება, რომ ყოველ ორშაბათს Apple-ის 5$-ის აქციების შეძენა გინდა ავტომატურად და ასე უფრო მარტივად გაზრდი შენს პორტფელს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
და, რაც მთავარია, თუ შენი პორტფელი 1000$-მდე იქნება, არ მოგიწევს არც ტრანზაქციის, არც ანგარიშის მომსახურების საკომისიოს გადახდა.
Gift Card – სწრაფი საჩუქარი
ხომ გახსოვს ივლისის განახლება, როცა მობილბანკში სითი მოლის სასაჩუქრე ბარათი დაემატა? აგვისტოში კი უკვე გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათის ყიდვა გახდა შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ საჩუქრის არჩევის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა, არ გჭირდება მაღაზიებში სიარული ან ფიზიკური ბარათის მიტანა. შეგიძლია, უბრალოდ, აირჩიო სასურველი თანხა და რამდენიმე წამში გაუგზავნო ადრესატს. საკმარისია მხოლოდ მობილურის ნომერი და ბარათი უკვე მას ექნება.
ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა დრო შეზღუდული გაქვს, მაგრამ გინდა, საჩუქარი იყოს განსაკუთრებული, თანამედროვე და გულით არჩეული.
სესხი – ხელმოწერა დისტანციურად
სესხის აღება ყოველთვის გარკვეულ ფორმალობებთან იყო დაკავშირებული: ფილიალში მისვლა, ხელშეკრულების ფურცელზე ხელმოწერა და მხოლოდ ამის შემდეგ მიღება თანხის. ახლა ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია – ხელშეკრულებაზე დათანხმება მობილბანკიდანვე შეგიძლია.
აპლიკაციაშივე დაინახავ სესხის ყველა დეტალს, გაეცნობი პირობებს და თანხმობის შემდეგ სესხიც მაშინვე აქტიურდება.
განაახლე მობილბანკი
ინვესტიციების მოდული ახალი შესაძლებლობები, სასაჩუქრე ბარათების უფრო დიდი არჩევანი და სესხების დისტანციური ხელმოწერა – ეს ყველაფერი ქმნის გამოცდილებას, სადაც შენი დრო და კომფორტი პირველ ადგილზე დგას.
გაიგე, როგორ დაზოგო $13,500-მდე ახალი ბინის ყიდვისას! საქართველოს ბანკი გთავაზობს 3 ექსკლუზიურ შეთავაზებას წამყვან დეველოპერებთან ერთად. იპოვე შენი ოცნების სახლი და დაზოგე.
გაიგე, როგორ ისარგებლო AmEx ბარათით უპროცენტოდ, დააგროვო MR ქულები და მიიღო სამოგზაურო დაზღვევა. შენთვის რომელი AmEx ბარათია საუკეთესო? აღმოაჩინე ახლა!
ეძებ ეკონომიურ და საიმედო ავტომობილს? აღმოაჩინე ტოპ 10 ხელმისაწვდომი მოდელი, რომლებიც შენს ბიუჯეტს მოერგება. გაიგე, როგორ შეიძინო ოცნების მანქანა საქართველოს ბანკის ავტოსესხით.