2 წუთი წასაკითხად
საკუთარ თავთან გზავნილით, ყოველდღე მიიღე შანსი მოიგო 1000 ან 10 000 ლარი | ახალი კამპანია ემიგრანტებისთვის
22 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
თუ საზღვარგარეთ ცხოვრობ და საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ რუტინული ფინანსური ოპერაცია შეგიძლია ნამდვილ გათამაშებად აქციო და ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევისა გარეშე მოიგო ფულადი პრიზები.
საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რომ ემიგრანტებისთვის ფინანსების მართვის კომფორტული სისტემა და საინტერესო შესაძლებლობები შექმნას, გათამაშებაც ამ ყველაფრის ნაწილია.
როგორ მიიღო მონაწილეობა?
- 20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, გამოუგზავნე ფულადი გზავნილი საკუთარ თავს საზღვარგარეთიდან
- გაანაღდე გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში ან ინტერნეტბანკში
- ამით გათამაშებაში ავტომატურად ერთვები
- კამპანიაში მონაწილეობას მხოლოდ SOLO და Wealth Management (WM) მომხმარებლები ვერ შეძლებენ
როგორ გროვდება ბილეთები?
ყოველი მიღებული 150 ლარი, ან 150 ლარის ეკვივალენტი სხვა ვალუტაში, გათამაშების ერთი ბილეთია. ბილეთები კი ავტომატურად გროვდება, მაგალითად თუ 600 ლარს მიიღებ და გაანაღდებ, გათამაშების 4 ბილეთი დაგიგროვდება.
რა იქნება ფულადი საჩუქრები?
- გათამაშების პერიოდში ყოველდღე შემთხვევითობის პრინციპით გათამაშდება 1000 ლარი. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ყოველდღიური 1000 ლარის მოგების შანსი გეძლევა მხოლოდ იმ დღეს, როცა გზავნილს გაანაღდებ. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, ორშაბათს განაღდებული თანხა და მიღებული ბილეთი მხოლოდ ორშაბათის გათამაშებაში მონაწილეობს.
- 20 დეკემბერს კი ფინალური პრიზი, 10 000 ლარი გათამაშდება. ამ ეტაპზე ყველა შენ მიერ შეგროვებული ბილეთი გააქტიურდება, რაც მოგების შანსს მაქსიმალურად ზრდის.
- კამპანიის პერიოდში შეგიძლია ერთხელ მოიგო ყოველდღიური პრიზი, 1000 ლარი და ერთხელ – სუპერპრიზი 10 000 ლარი.
რატომ უნდა გაანაღდო გზავნილი მობილბანკით?
მობილბანკით გზავნილის განაღდება ყოველთვის უფრო კომფორტული და მარტივია. გარდა იმისა, რომ ყველაფერს სულ რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად მოაგვარებ, დამატებითი შესაძლებლობებითაც ისარგებლებ:
- შეგიძლია გაიორმაგო თანხა თუ შენი გზავნილი 30 000-ე იქნება
- მობილბანკით გზავნილის მიღებისას კონვერტაციის ჩვეულებრივზე უკეთესი კურსით სარგებლობ
ნახე 5-ივე ხრიკი ფულად გზავნილებზე: როგორ დაზოგო, დაიბრუნო და მოიგო თანხა
ასე რომ, საქართველოს ბანკში ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები მარტივი, უსაფრთხო და მომგებიანია. გამოიყენე შანსი, გაუგზავნე საკუთარ თავს გზავნილი, გაანაღდე მობილბანკით 20 დეკემბრამდე და მოიგე ფულადი პრიზები. კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვი.