Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

თუ თვითდასაქმებული ხარ, შენც შეგიძლია ისარგებლო საბანკო პროდუქტებით

ყოველდღე, როცა საკუთარ საქმეს უძღვები – სახელოსნოში მანქანას აკეთებ, სახლში მოსწავლეებს ამზადებ თუ სოფელში შენი მეურნეობა გაქვს – დიდი ალბათობით, თვითდასაქმებული ხარ.

და თუ აქამდე გეგონა, რომ ეს სტატუსი საბანკო პროდუქტებით სარგებლობაში ხელს გიშლიდა, დროა, ეს მითი დაიმსხვრეს, რადგან თვითდასაქმებულებს შეუძლიათ:

  • ისარგებლონ საკრედიტო პროდუქტებით პირადი მიზნებისთვის ან საქმისთვის
  • გახსნან ანაბარი და მიიღონ სარგებელი
  • გაიაქტიურონ საბანკო ნაკრები, დაზოგონ საკომისიოებში და ისარგებლონ უპირატესობებით ყოველდღიურ საბანკო აქტივობებზე, კონკრეტული ნაკრების უპირატესობების შესაბამისად
  • დააგროვონ PLUS-ები, გადაცვალონ ნივთებში, სერვისებში, ან დაელოდონ 5 ივლისს და გაიორმაგონ ქულები უფრო მსხვილი შენაძენისთვის
  • ისარგებლონ ფასდაკლებებით 1500-მდე ობიექტში

შესაძლოა, ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, მიეკუთვნები თუ არა თვითდასაქმებულების კატეგორიას.

მოდი, განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს სტატუსი ბანკისთვის და შემდეგ დეტალურად გიამბობთ, როგორ ისარგებლო ამ პროდუქტებით.

ვინ არის თვითდასაქმებული ბანკისთვის?

მარტივად რომ ვთქვათ, თუ შემოსავალს საკუთარი საქმით იღებ (მნიშვნელობა არ აქვს ეს პირადი ჩარიცხვებით ხდება თუ ხელზე), მაგრამ არ ხარ რეგისტრირებული როგორც ინდმეწარმე ან შპს, შენ ალბათ თვითდასაქმებული ხარ.

ეს შეიძლება შენ გეხებოდეს, თუ, მაგალითად, ხარ:

თუ საკუთარი თავი ამოიცანი, იცოდე, რომ შენთვის ხელმისაწვდომია საბანკო, მათ შორის, საკრედიტო პროდუქტებიც და მარტივად შეგიძლია მიიღო:

გაითვალისწინე, რომ საბანკო პროდუქტებს შეიძლება ჰქონდეთ მომსახურების საკომისიო.

ხოლო რაც შეეხება საკრედიტო პროდუქტებს – აქ მთავარია, შემოსავლის დადასტურება შევძლოთ. დადასტურების შემდეგ კი შეგიძლია ისარგებლო:

როგორ ვისარგებლო საკრედიტო პროდუქტებით თუ თვითდასაქმებული ვარ

საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის, როგორც გითხარით, საჭირო იქნება შენი შემოსავლის დადასტურება. ეს პროცესი სულ სამი ნაბიჯისგან შედგება.

ნაბიჯი 1: მოითხოვე შენი შესაძლებლობების შემოწმება

ამისთვის სამი მარტივი გზა გაქვს:

  • მობილბანკი: შედი აპლიკაციაში, გადადი „ჰაბში“, აირჩიე „სესხი“ და შეავსე განაცხადი. ნახე მარტივი ვიდეოინსტრუქცია და დეტალურად გაიგე როგორ მოითხოვო სამომხმარებლო სესხი ან წინასწარ გამოთვალო მაქსიმუმ რა თანხაზე მიგიწვდება ხელი.
  • ცხელი ხაზი: დარეკე 032 2 444 444-ზე და უთხარი ოპერატორს, რომ გსურს სესხის აღება ან უბრალოდ საკრედიტო შესაძლებლობების შემოწმება, როგორც თვითდასაქმებულს.
  • ფილიალი: დაჯავშნე ვიზიტი და ეწვიე შენთან ახლოს მდებარე სერვისცენტრს.

ნაბიჯი 2: დაადასტურე შენი შემოსავალი

განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდება, შეგიძლია მას დეტალურად მოუყვე შენი საქმიანობის შესახებ.

შემოსავლის დასადასტურებლად ის ან ვიდეოზარით გთხოვს რომ დაათვალიერებინო სამუშაო გარემო (მაგალითად, სახელოსნო), ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მოვა (მაგალითად, შენს ფერმაში).

ნაბიჯი 3: ისარგებლე საკრედიტო პროდუქტებით

შემოსავლის დადასტურების შემდეგ, შენთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველა ის საკრედიტო პროდუქტი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

მოკლედ, ოფიციალური ხელფასი აღარ არის ბარიერი. თუ თვითდასაქმებული ხარ, შეგიძლია სრულად ისარგებლო ყველა საბანკო პროდუქტით, განავითარო შენი საქმე და მიაღწიო მიზნებს.

შედი მობილბანკში, შეაფასე შენი შესაძლებლობები და დაიწყე იმ პროდუქტებით სარგებლობა, რომლებიც შენს ცხოვრებას გაამარტივებს!

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს