ბიზნესკურსი
143 წუთი წასაკითხად
29 აპრ. 2024
5 მიზეზი, რატომ უნდა დარეგისტრირდე ბიზნესკურსზე
ამბობენ, ბიზნესის წარმატებას იდეა კი არა, ის განსაზღვრავს, თუ როგორ შეასხამ ხორცს საკუთარ ჩანაფიქრსო. ჩანაფიქრის განსახორციელებლად კი სურვილზე მეტია საჭირო — ბიზნეს სამყაროში კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება, ჩნდება ახალი ტენდენციები და მოთხოვნები. ამ ყველაფერთან ერთად კი, აუცილებელია, სამეწარმეო საქმიანობის „ანაბანა“ იცოდე, რათა დამოუკიდებლად შეძლო პირველი ნაბიჯების გადადგმა. თუ მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელი ხარ, ეს
2 წუთი წასაკითხად
12 აპრ. 2024
ბიზნესკურსი: როგორ მუშაობს გაყიდვები პრაქტიკაში
იცოდი, რომ მომხმარებლების 60% შეთავაზებაზე დათანხმებამდე ოთხჯერ ამბობს უარს? და ეს მაშინ, როცა გაყიდვების სფეროში მომუშავე ადამიანების 48% პირველივე უარზე ნებდება. არადა, გაყიდვების უმრავლესობა (80%) სწორედაც რომ განმეორებით ცდებზე მოდის. გაყიდვები ბიზნეს საქმიანობის ცენტრალური ნაწილია. მისი ეფექტურად წარმოებისთვის, ცოდნასთან ერთად სათანადო გამოცდილების და უნარების ქონაა საჭირო. თქმა ერთია, გაკეთება კი — მეორე. ასე რომ, გაყიდვებიც
2 წუთი წასაკითხად
12 აპრ. 2024
ბიზნესკურსი: რატომ და როგორ უნდა გააციფრულო ბიზნეს პროცესები
ბიზნეს პროცესების გაციფრულება წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება კომპანიებისთვის. წინათ თუ ეს ფუფუნებად ითვლებოდა, ახლა უკვე საჭიროებაა — გაზრდილი კონკურენციისა და მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში, ბიზნესებს სჭირდებათ, დაზოგონ დრო, ფული და ადამიანური რესურსი. სწორედ ამის საშუალებას იძლევა პროცესების გაციფრულება და რობოტიზაცია. საჭიროების მიუხედავად, ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს პროცესების გაციფრულება. მიზეზი მეტწილად ცოდნის ნაკლებობაა
2 წუთი წასაკითხად
30 იან. 2024
ბიზნესკურსი: როგორ უნდა იმუშაო შენი კომპანიის ბრენდინგზე
საქართველოს ბანკის მიერ მეწარმეებისთვის შექმნილ უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე ბიზნესკურსი ცოტა ხნის წინ ბრენდინგის კურსიც დაემატა. ამ პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, თავისი საქმის გასაფართოებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია სრულიად უფასოდ მიიღოს და შემდეგ პრაქტიკაში დანერგოს. ახალი ბიზნესკურსი კი ბრენდინგის მნიშვნელობის გააზრებასა და სასიკეთოდ გამოყენებაში დაგეხმარებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბრენდინგი კომპანიის სავიზიტო ბარათია: ერთი მხრივ, ის თავს
2 წუთი წასაკითხად
28 ნოე. 2023
ბიზნესკურსი: რატომ უნდა დარეგისტრირდე და რას გაიგებ მეღვინეობაზე
საქართველო რომ ღვინის ქვეყანაა, ამაზე ჩვენ გარდა დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილიც თანხმდება. ჩვენს ქვეყანას ვაზის მოყვანისა და ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციები ხშირად იცვლება და როგორც ყველაფერში, სიახლეები მეღვინეობაშიც არის, მაინც, მარნები თანამედროვეობას ფეხს მარტივად უწყობენ. თუმცა, როგორც სწავლა არასდროს მთავრდება და ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებთ, მეღვინეობაშიც ახალი აღმოსაჩენი კიდევ
2 წუთი წასაკითხად
24 ოქტ. 2023
ბიზნესკურსი: როგორ უნდა მოიზიდო ფინანსები შენი ბიზნესისთვის
ამბობენ, წარმატება და კმაყოფილება მოლოდინების სწორად მართვას მოაქვსო. მოლოდინების მართვა ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესშია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესკურსი ახალ სასწავლო კურსს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, გთავაზობს, რომლის ერთ-ერთი გაკვეთილი მოლოდინების მართვას ეთმობა. თუკი ბიზნესსაქმიანობა უკვე წამოწყებული გაქვს, ფინანსების მოზიდვასთან შეხება აუცილებლად გექნებოდა — შენ ხომ საწყისი კაპიტალი დაგჭირდა. სხვა საქმეა დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, რომელსაც
2 წუთი წასაკითხად
24 ოქტ. 2023
ბიზნესკურსი: რატომ და როგორ უნდა იზრუნო შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე
იცოდი, რომ დასაქმებულთა მეოთხედზე მეტს „გადაწვის“ სიმპტომები აღენიშნება? სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა 2022 წლის კვლევა, რომელშიც 15 ქვეყნიდან 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გადაწვა ხანგრძლივი სტრესისა და აუარებელი საქმის გამო ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილ მდგომარეობას ეწოდება, როცა ადამიანს მარტივი დავალებების შესრულებაც კი უჭირს. სტრესის გამომწვევი ფაქტორი ბევრია: სამუშაო სივრცის გარდა, ნერვული დაძაბულობა შეიძლება უკავშირდებოდეს ოჯახურ მდგომარეობას,
2 წუთი წასაკითხად
19 სექ. 2023
რატომ უნდა გაიარო ბიზნესკურსი ხელოვნური ინტელექტის შესახებ
ხელოვნური ინტელექტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. AI-ს ჭეშმარიტი პოტენციალი ჯერაც შეუსწავლელია, რადგან ჩვენ ამ ტექნოლოგიის განვითარების ჯერაც საწყის ეტაპზე ვართ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხელოვნური ინტელექტი თვალისმომჭრელი ტემპით ვითარდება და ჩვენც ვალდებულნი ვართ, ფეხი ავუბათ პროგრესს, რათა ტექნოლოგიურ განვითარებას არ ჩამოვრჩეთ. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან გასაცნობად და AI-ს პოტენციალის ასათვისებლად „საქართველოს
2 წუთი წასაკითხად
15 აგვ. 2023
ბიზნესკურსი: როგორ და რატომ უნდა შექმნა ეფექტური ფოტო კონტენტი
ალბათ დაჰკვირვებიხარ — Facebook-ის ან Instagram-ის „სქროლვისას“ როგორ სწრაფად იქცევენ შენს ყურადღებას მაღალი ხარისხის, პროფესიონალურად გადაღებული ფოტოები. ეს გასაკვირი არაა — უთქვამთ, თვალი ჭამს და თვალი სვამსო. სწორედ ამ აზრს ემყარება თანამედროვე მარკეტინგი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტური ფოტო კონტენტის შექმნაა. როგორია ეფექტური ფოტო კონტენტი? მიმზიდველი, ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელმა შენი
2 წუთი წასაკითხად
15 აგვ. 2023
ბიზნესკურსი — რატომ უნდა გაიარო ციფრული მარკეტინგის მასტერკლასი
21-ე საუკუნემ და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ მარკეტინგის სფეროს სახე რადიკალურად უცვალა. თუკი წინათ მხოლოდ დიდ კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წარმატებული მარკეტინგული კამპანია ეწარმოებინათ, ინტერნეტმა უკვე მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელებს მისცა საშუალება, იპოვონ თავიანთი მომხმარებელი მინიმალური დანახარჯებით. ციფრული მარკეტინგი შედარებით ახალი ცნებაა, რომელმაც ბაზარზე ფეხი სულ რამდენიმე წლის წინ მოიკიდა. ის კომპანიებიც კი, რომლებიც თავდაპირველად სკეტპიკურად
2 წუთი წასაკითხად
15 აგვ. 2023
ბიზნესკურსი: გაიგე, როგორ უნდა შექმნა ეფექტური ვიდეო კონტენტი
მცირე ბიზნესს ფლობ ან ახლა აპირებ სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებას? მაშინ აუცილებლად დაფიქრდებოდი იმაზეც, როგორ მისწვდე შესაბამის აუდიტორიას და გააცნო საკუთარი პროდუქტი. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ეფექტური ვიდეო კონტენტის შექმნაა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა TikTok-მა პოპულარობა მოიპოვა, ვიდეო ამბის მოყოლის ყველაზე მოსახერხებელ საშუალებად იქცა. TikTok-ის გარდა, გამოჩნდა უამრავი პლატფორმაც, რომელიც ადამიანებს შთამბეჭდავი
2 წუთი წასაკითხად
15 აგვ. 2023
ბიზნესკურსი: როგორ უნდა დაწერო ეფექტური ტექსტი
თუკი ბიზნესს ფლობ, შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს: ვებსაიტზე ან თუნდაც ფეისბუქგვერდზე დაშვებულმა გრამატიკულმა შეცდომამ შეიძლება ბევრი მომხმარებელი დაგაკარგვინოს. ჰო, აღმოჩნდა, რომ ინტერნეტმომხმარებლების 74 პროცენტი კომპანიების ვებპლატფორმებზე ენობრივ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევს, ხოლო 59 პროცენტი სულაც უარს ამბობს მათი სერვისის ან პროდუქტის შეძენაზე, ვინც თუნდაც მართლწერაში უშვებს შეცდომას. მოკლედ, ამ ბლოგით მოგიყვებით იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს