მომხმარებლების მოსაზიდად და სპეციალური შეთავაზებების გასაკეთებლად საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ყოველდღიურად უამრავი ბიზნესი იყენებს. მართალია, ყოველ მათგანს განსხვავებული მიზნები, პროდუქტები და შეთავაზებები აქვს, თუმცა ციფრული პლატფორმა მარტივად ერგება ყველაზე სპეციფიკური ბიზნესების სურვილებსაც კი.
ერთი-ერთი გამორჩეული კომპანია, რომელმაც Ads მენეჯერის სერვისით ისარგებლა, წიგნების მაღაზია Books from Past-ია, რომელიც მომხმარებელს ძველ წიგნებს, ჟურნალებსა და პოსტერებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი, ლიკა რუსაძე გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, თუ როგორი იყო Ads მენეჯერით სარგებლობის პროცესი.
– გვიამბეთ, როგორი იყო Ads მენეჯერის სამომხმარებლო გამოცდილება?
Ads მენეჯერის გამოყენება მარტივია, შეთავაზების გაკეთებისთვის აღარ არის საჭირო რამდენიმე საათი დამატებითი კომუნიკაცია ან ბანკის ფილიალში სტუმრობა. ონლაინ, რამდენიმე ღილაკის დაჭერით შეთავაზება უკვე მზად გაქვს.
– რას მოიცავდა თქვენი შეთავაზება და როგორ შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია?
სამიზნე აუდიტორია ასაკის მიხედვით შევარჩიეთ, რადგან ჩვენი შეთავაზება სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებზე იყო მორგებული. მოგეხსენებათ, წიგნი ყოველ მოსწავლეს სჭირდება, სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზება sCool Card-ით და სტუდენტური ბარათით გადახდისას ქეშბექის აქციას მოიცავდა. Ads მენეჯერში გაკეთებული შეთავაზება საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდზე გამოქვეყნდა, რომელმაც მომხმარებლების მხრიდან დამატებითი ჩართულობა და ჩვენი ბრენდის მიმართ ცნობადობის ამაღლება გამოიწვია.
– თქვენთვის რამდენად გამოსადეგი იყო Ads მენეჯერის ანალიტიკური პროგრამა?
Ads მენეჯერის ანალიტიკური პროგრამით ზუსტად გაიგებ, თუ რამდენად ჩართული იყო მომხმარებელი კონკრეტულად ამ შეთავაზებაში და რა შედეგები მოიტანა მან. ეს ყველაფერი მომხმარებლის ქცევაზე ზუსტად დაკვირვების და ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესებს საშუალება აქვთ, თავიანთი შეთავაზებები BOG-ის მილიონზე მეტ მომხმარებელს პირდაპირ გაუზიარონ.
ფასდაკლებები, ქეშბექი და პლუს ქულების დაგროვების აქციები – ეს იმ შეთავაზებების ჩამონათვალია, რომლის გაკეთება ბიზნესებს Ads მენეჯერით შეუძლიათ. პერსონალიზებულ და მათთვის რელევანტურ შეთავაზებებს კი საქართველოს ბანკის მომხმარებლები მობილბანკში, ინტერნეტ ბანკში და sCoolApp-ში ნახავენ.
შეთავაზების გაშვებისთვის Manager.bog.ge-ზე შესვლა და მოკლე პროცედურის გავლაა საჭირო, რის შემდეგ, თქვენს შეთავაზებას ასიათასობით მომხმარებელი იხილავს. Manager.bog.ge-ზე შესვლა შეგიძლიათ მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში. შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
უნდა აღინიშნოს, რომ შეთავაზებების გაკეთებისას გათვალისწინებული იქნება: მომხმარებლის ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი და ინტერესები. ამ პარამეტრების დახმარებით Ads მენეჯერში ისეთი შეთავაზება შეგიძლიათ შექმნათ, რომელიც ზუსტად მოერგება სამიზნე აუდიტორიის ინტერესებს და უკეთეს შედეგებსაც მოგცემთ.
ბიზნესისთვის, სადაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, საბანკო ოპერაციების დისტანციურად და სწრაფად შესრულება საკვანძო უპირატესობაა, საიმედო ციფრული ბანკი კი წარმატების აუცილებელი ნაწილი. ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს ახალი ამბავიც: SME Banking Agency-მ, საქართველოს ბანკი გიგანტ ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს შორის მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME). კონკურენცია გლობალურ გიგანტებთან გამარჯვებულები 28 ნოემბერს, ვენაში, SME Banking
სულ რამდენიმე წლის წინ თბილისში ქოფიშოფ კულტურა უცნობი ტრადიცია იყო, რჩეული (Specialty) ყავა კი უცხო ხილი. სამი წლის წინ ქალაქის ქუჩები Coffee Lab-ის ახალმოხალული, მომჟავო და ხილოვანი ყავის არომატით აივსო და თბილისშიც ყავის ახალი რიტუალები დამკვიდრდა. საქართველოს ბანკსა და ყავის ლაბორატორიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აკავშირებს. ჟინის კამპანიამ კი ინოვაციური ბრენდები საერთო იდეის გარშემო გააერთიანა. კარგ