სწრაფი ნავიგაცია

 

ანონიმური ცხელი ხაზის საშუალებების გამოყენების წესები

ავტომოპასუხე

ანონიმური ცხელი ხაზის ავტომოპასუხის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ დატოვოთ შეტყობინება ანონიმურად, დაცული სატელეფონო ხაზის საშუალებით. ცხელი ხაზის აღნიშნული არხი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, 7 დღე კვირაში. დროის ნებისმიერ მომენტში ტელეფონის ნომერზე – *4004 – დარეკვისას თქვენ გიპასუხებთ ავტომოპასუხე: თქვენ დაუკავშირდით ანონიმურ ცხელ ხაზს, გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის“. სიგნალის შემდეგ ავტომოპასუხე იწყებს საუბრის ჩაწერას. ჩაწერა შეწყდება საუბრის დასრულებისას.

                           

ელექტრონული ფორმა

ანონიმური ცხელი ხაზის აღნიშნული საშუალება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, 7 დღე კვირაში. სურვილის შემთხვევაში ანონიმურად შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება დაცული ფორმის საშუალებით. დროის ნებისმიერ მომენტში საქართველოს ბანკის ვებგვერდზე – www.bankofgeorgia.ge – შესაბამის ბმულზე შესვლისას იხსნება ფანჯარა, რომელშიც განთავსებულია სპეციალურად შედგენილი კითხვარის შემცველი ელექტრონული ფორმა.

აღნიშნული კითხვარის ინგლისური ვერსია განთავსებულია ვებგვერდის ინგლისურენოვან ვერსიაზე, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია დროის ნებისმიერ მომენტში.

კითხვარი საშუალებას გაძლევთ განაცხადოთ საეჭვო შემთხვევის შესახებ ანონიმურად (ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების მითითების გარეშე) ან გაამჟღავნოთ თქვენი ვინაობა. განმცხადებლის ვინაობისა და მისი საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ შეკითხვების გარდა, კითხვარში მოცემული სხვა კითხვების შევსება სავალდებულოა; მათი შეუვსებლობის შემთხვევაში ელფორმა არ აიტვირთება.