სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი საქართველოს წამყვანი ბანკია, რომელსაც უკავია ბაზრის ერთი მესამედი მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.4%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.4%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.9%) მიხედვით.*

საქართველოს ბანკი თავის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო მომსახურების ფართო სპექტრს.
 
2012 წლის თებერვალში, საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის Bank of Georgia Holdings plc (LSE: BGEO) აქციები განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში. BGEO ასევე შედის FTSE 250 და FTSE All Share ინდექსებში 2012 წლის ივნისიდან.




* საბაზრო წილის მონაცემები ეფუძნება საქართველოს კომერციული ბანკების მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიწოდებულ ფინანსურ მონაცემებს, გამოქვეყნებულს ვებგვერდზე: www.nbg.gov.ge