სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი ემსახურება 2.5 მილიონ მომხმარებელს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (271 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (886 ბანკომატი), 3152 თვითმომსახურების ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.

რეიტინგები

  • Moody's: ‘Ba3/’Ba2' (foreign and local currency) 
  • Fitch Ratings: ‘BB-’


სათავო ოფისი

გაგარინის ქუჩა 29ა, თბილისი 0106, საქართველო.


თანამშრომლების რიცხვი

საქართველოს ბანკში დასაქმებულია 7,465 თანამშრომელი.


მთლიანი აქტივები

13,809,819 მილიონი ლარი. (საბაზრო წილი 35,1%)
 

კლიენტთა დეპოზიტები

7,993,832 მილიონი ლარი. (საბაზრო წილი 34,6%)


სააქციო კაპიტალი

1,582,602 მილიონი ლარი.   
 

წმინდა სესხები

8,632,478 მილიონი ლარი  


შემოსავალი

368 მილიონი ლარი
 

მოგება

73 მილიონი ლარი
 

აქციონერები

საქართველოს ბანკის აქციონერია საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC), რომლის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითადი ბაზარის პრემიუმ სემგმენტში (LSE:BGEO). 2012 წლიდან საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები შესულია FTSE 250-ის და FTSE All Share-ის საფონდო ინდექსში. საქართველოს ბანკის ჯგუფის ტოპ აქციონერებს წარმოადგენენ:
JSC Georgia Capital - 19.90% 
Harding Loevner LP - 4.58% 
JP Morgan Asset Managemet - 3.11%
 

 

სამეთვალყურეო საბჭო

საქართველოს ბანკის კორპორაციული მართვა შესაბამისობაშია დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მართვის კოდექსთან. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო აყალიბებს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევს კომპანიის მენეჯმენტის მუშაობას. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო არის არააღმასრულებელი და ბანკის დირექტორთა საბჭოსგან დამოუკიდებელი ორგანო. სამეთვალყურეო საბჭო კონსტრუქციულ ოპონირებას უწევს დირექტორთა საბჭოს და აკონტროლებს მის მიერ სტრატეგიის შესრულებას. 
საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შედგება 8 წევრისგან, რომელთაგან ყველა წევრი დამოუკიდებელი დირექტორია და არ აქვს აღმასრულებლის ფუნქცია.
 
 


საბანკო მომსახურება – მიმართულებები

საცალო საბანკო მომსახურება: საქართველოს ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საცალო საბანკო მომსახურების კუთხით საქართველოში და 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.

საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მიმართულება მომხმარებელს შემდეგ პროდუქტებს სთავაზობს: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ანაბრები, ფულადი გზავნილები, იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები, განვადება, ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები, ლომბარდის მომსახურება და სხვა.

SOLO: სრულიად ახალი სიტყვაა პრემიალური საბანკო მომსახურების სეგმენტში. SOLO კონცეფციის მთავარ იდეა, ყველაფერი, რაც ჩვენ შევქმენით – დიზაინი, მომსახურება თუ დამოკიდებულება, SOLO  მომხმარებლის მოლოდინების გარშემო არის აწყობილი. SOLO მომხმარებელი ყველა მოვლენის ცენტრშია, სარგებლობს პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და სერვისებით და იზიარებს SOLO LIFESTYLE-ის უსაზღვრო შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ მომხმარებელი გახდეს SOLO კლიენტი, მისი ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3,000 ლარს, ან უნდა ჰქონდეს ვადიანი ანაბარი საქართველოს ბანკში  მინიმუმ 20,000 ლარის ოდენობით. სადღეისოდ SOLO ემსახურება 47 ათასზე მეტ მომხმარებელს.

Express Bank-: Express Bank-ის მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს გაუღოს კარი და გაუმარტივოს ბანკთან ურთიერთობა. Express Bank-ში მომხმარებელს ყველაზე სწრაფ მომსახურებას ვუწევთ და მხოლოდ ძირითად, საბანკო ტრანზაქციებზე დაყრდნობილ პროდუქტებს ვთავაზობთ. 


კორპორატიული საინვესტიციო საბანკო მომსახურება:

საქართველოს ბანკი ქვეყანაში კორპორატიული სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. 

საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მიმართულება კომპანიებს  ინდივიდუალურ მომსახურებას სთავაზობს. კორპორატიული ბანკირები ეკონომიკის სექტორების მიხედვით მუშაობენ და შესაბამისი ინდუსტრიის სპეციფიკას ზედმიწევნით იცნობენ. საქართველოს ბანკი, სასესხო მომსახურების გარდა, კომპანიებს ვაჭრობის ფინანსირებას სთავაზობს და, ასევე, სალიზინგო მომსახურებასაც უწევს შვილობილის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ მეშვეობით. 

საქართველოს ბანკის კორპორატიული საინვესტიციო საბანკო მომსახურება დაგროვილი ქონების მართვას (Wealth Management) და საბროკერო მიმართულებას (Galt & Taggart) მოიცავს. დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც ბანკი პირადი ბანკირის მომსახურებასა და საერთაშორისო საინვესტიციო პროდუქტებს სთავაზობს. ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება წარმოდგენილია: თელ ავივში, ლონდონში, ბუდაპეშტსა და სტამბულში. Galt & Taggart აერთიანებს კორპორატიულ საკონსულტაციო მომსახურებას, კერძო კაპიტალისა და საბროკერო მომსახურებას.


წარმოდგენილი მონაცემები განახლებულია 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით.